ვარ 16 წლის და სახეზე მაქვს გამონაყარი,ჩირქოვანი დ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

28-02-2014

-გამარჯობათ,ვარ 16 წლის და სახეზე მაქვს გამონაყარი,ჩირქოვანი და შავი წერტილებიც.მაინტერესებს შეიძლება ხელით ზემოქმედება? და შესაძლებელია თუარა რო შრამის დამიტოვოს? ასევე მაინტერესებს მკურნალობის გზები,რის წასმა შეიძლება გამონაყარზე?

პასუხი
-თქვენს პრობლემას ჭირდება დერმატოლოგთან  ვიზიტი და კომპლექსური მკურნალობა. ამ ასაკში ხშირად არის ხოლმე გამოხატული საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია სებორეის ფონზე. ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები.
არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, უკეთესია თუ მათი შერჩევა დერმატოლოგის მიერ მოხდება. ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს.
გირჩევთ შემდეგს: დაიცვათ კანის სისუფთავე , ამ მიზნით დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე.
მკურნალობის შემდეგ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ მალამო უნიტონი ან ნეოტონი .
გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას. გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი.
აუცილებლად გამოიკვლიეთ ყელი ქრონიკული ინფექციური კერის გამოსარიცხად, ასევე გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავთა სისტემის ფუნქციონირება;
შედეგიანი იქნება კოსმეტოლოგთან სახის გაწმენდას. კოსმეტოლოგი პროცედურის ჩატარების ბოლოს იზრუნებს გაფართოვებული ფორების დახურვაზე, რაც სამომავლოდ, ფორებში ჭუჭყის ჩასვლას და შავი წერტილების გაჩენას შეაფერხებს, მაგრამ გახსოვდეთ თუ არ მოხდება მიზეზის მკურნალობა ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაჩნდება, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად