გთხოვთ მიპასუხოთ. 2 თვის ბავშვი ხშირად საჭმელს უკა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

24-02-2014

-გთხოვთ მიპასუხოთ. 2 თვის ბავშვი ხშირად საჭმელს უკან აბრუნებს,რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი
-წამოქაფება ახალშობილებსა და პირველი თვეების ჩვილებს ახასიათებთ. წამოქაფების დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა. ამონაღები მასა - კუჭის შიგთავსი, შეუხაჭოებელი რძეა.
ჩვეულებრივ, ამოქაფების მიზეზია:
ნორმაზე მეტი საკვების მიღება;
აეროფაგია - კუჭში საკვებთან ერთად ჰაერის მოხვედრა.
ზედმეტი საკვების მიღების შემთხვევაში პატარას წამოაქაფებს უშუალოდ კვების დროს ან მისი დამთავრებისთანავე.
ჩვილ ასაკში აეროფაგიაც ნორმალური მოვლენაა. ოთხ თვემდე წამოქაფება აღენიშნება ჩვილების 67%-ს, ოთხიდან შვიდ თვემდე - 21%-ს, შვიდი თვიდან ერთ წლამდე - 5%-ს. თუ ბავშვს წამოაქაფებს დღეში 2-3-ჯერ და ამოღებული მასა უმნიშვნელო რაოდენობისაა, სანერვიულო არაფერია. თუმცა კვების კორექცია მაინც საჭიროა. ამაში პირადი პედიატრი დაგეხმარებათ.
მდგომარეობა საგანგაშოა, როცა წამოქაფება პირღებინებაში გადადის. ეს უკვე პათოლოგიაა - გერ-გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, რომლის დროსაც პატარა უკან ამოიღებს მიღებული საკვების ნახევარს ან მთელ ულუფას. ამ დროს საჭიროა მკურნალობა.
თემის გაგრძელებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებბ გვერდზე, სტატიიდან "ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ"
http://www.mkurnali.ge/component/content/article/2399-2011-02-02-11-43-49.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად