შეძლება თუარა მეძუძურმა დედამ არ ჭამოს საღამოს 6სთ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

19-02-2014

-შეძლება თუარა მეძუძურმა დედამ არ ჭამოს საღამოს 6სთ შEმდეგ დილის 12სთ? და ამ პერიოდშიი მიიღოს მხოლოდ ჩაი? ეს ხელს შეუწყობს თუარა რძის შEმცირებას/

პასუხი
-მეძუძური ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შეუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. მეძუძური დედა მკაცრ დიეტას არ უნდა იცავდეს. საკმარისია, რაციონიდან გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი. სანიმუშო რაციონი ასეთია: 200 გ ხორცი, ფრინველი ან თევზი, 1 ლიტრი რძე, 100-150 გ ხაჭო, 20-30 გ ყველი, 1 კვერცხი, 500-600 გ ბოსტნეული (200 გ კარტოფილი), 200-300 გ ხილი. ნახშირწყლები ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროა, ამიტომ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, დაღერღილი მარცვლეულის პური, ფაფები აუცილებელია. ერიდეთ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტორტებს, ტკბილეულს), რადგან მათ ზიანი უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა: ბავშვს ებერება მუცელი, დედიკო კი წონას იმატებს.
ცხიმები აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვისთვის, მაგრამ საკვებში მისი ოდენობა 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მსუქანი ხორცი, რძე, შემწვარი პროდუტები და ერბოზელილი ცომი მავნე ცხიმებს შეიცავს, ზღვის თევზი და მცენარეული ზეთი - სასარგებლოს. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა ვიტამინების წყაროც არის. მათი უკმარისობისას რეკომენდებულია ვიტამინების კომპლექსის მიღება. მარგებელია ასევე ასკილის ნაყენი, გაყინული ხილი და კენკრა, ჩირის კომპოტი. მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რკინისა და სხვა ელემენტების უკმარისობის პროფილაქტიკას. რკინის წყაროა ხორცი, ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია მოხარშული), კალციუმისა - რძე და რძის პროდუქტები.
დამატებითი რჩევების მისაღებად გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე სტატიას "სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ"
http://www.mkurnali.ge/qali/rchevebi/1340-2009-06-21-19-45-23.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად