ვარ 15 წლის 54 კილო ყოველ დღე ძალიან ხშირად ვსვავ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

19-02-2014

-ვარ 15 წლის 54 კილო ყოველ დღე ძალიან ხშირად ვსვავ რძეს 1 კოვზ შაქარით, რამდენათ კარგია წონაში დაკლებისთვის? გერკულესის დიეტა როგორია? ძილის წინ ვკავდები ვარჯიშით ოთახში, მინდა დავიკლო ისე რომ დაკლების შემდეგ არ ავინაზღაურო დაკარგული წონა,

პასუხი
--თქვენს ასაკში დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის დიეტა. ჩვენ ხშირად გვთხოვენ საიტის მომხმარებლები, ვასწავლოთ დიეტა. მათ ვაძლევთ რჩევებს, რომელიც მკაცრ შეწღუდვებს კი არ გულისხმობს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თქვენც გვინდა იგივე რჩევები მოგცეთ. დაგვიჯერეთ, გაითვალისწინეთ ისინი და შედეგს აუცილებპად ნახავთ, თანაც ისწავლით სწორად კვებას:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. ამიტომ გააქტიურდით ფიზიკურად.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად