ბოლო 2 კვირაა თავი მტკივა გამუდმებით, რასაც ახლავ... | მამაკაცი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მამაკაცი

კატეგორია - მამაკაცი

19-02-2014

-გამარჯობათ, ბოლო 2 კვირაა თავი მტკივა გამუდმებით, რასაც ახლავს თავბრუს ხვევაც. მგზავრობის დროს გაციებას ვაბრალებდი, რის გამოც თავზე გადავიღე რენტგენი, თუმცა ჩირქი აან რაიმე არ გამოჩნდა. შემდეგ მივიედი ნევროპატოლოგთან, რომელმაც ნერვოზის გამო ეს წამლები დამინიშნა: ბეტამაქსი, სეციტა, ცერებროვინი და ტილაკი, როგორც გამაყუჩებელი და ასევე მითხრა რომ სამწვერა ნერვი მაქვს გაღიზიანებული. თუმცა არ აქვს შედეგი მკურნალობას; თავბრუ მეხვევა ძალიან ხშირად, პატარა ან მკვეთრი მოძრაობის დროსაც კი. ან თუნდაც როცა საწოლიდან წამოწევას ვცდილობ, ვარ სულ გაბრუებული და ხალისიც არაფრის მაქვს. ვისთან მივიდე კონკრეტულად ამ თავბრუს ხვევის გამო ან რა გამოკვლევა ჩავიტარო 24 საათი ამ დღეში ვარ??? შეიძლება რომ ნერვმა გამოიწვიოს თავბრუს ხვევა? კისერზე ხელი რომ მოვისვა, მაშინაც ვბრუვდები???

პასუხი
-თავბრუსხვევა ბევრმა  მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს: 
* ყველა იმ პათოლოგამ, რომელიც თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევასა თუ შეფერხებას იწვევს. ეს შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (ბრადიკარდია, ტაქიკარდია), დაბალი წნევა, ინსულტი, თავის ტვინის მკვებავი რომელიმე სისხლძარღვის დახშობა;
* კისრის ოსტეოქონდროზმა 
* შიდა ყურის ანთებამ.
* მენიერის დაავადებამ.
*შაკიკმა. 
* აკუსტიკური ნევრინომამ (შვანომა) . ის სმენის ნერვზე განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
* ზოგიერთმა მედიკამენტმა.
გარდა ამისა, არსებობს კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო. იგი ვესტიბულურ აპარატში კალციუმის კრისტალების მოძრაობითაა გამოწვეული. მას თავბრუხვევის ეპიზოდური, მოკლე და ინტენსიური შეტევები ახასიათებს, რაც, როგორც წესი, თავის მდგომარეობის შეცვლას უკავშირდება (ხშირია, როცა პაციენტი სწრაფად ტრიალდება საწოლში ან დგება დილით).
ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ნევროპათოლოგს და ოტოლარინგლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად