. ვარ 14 წლის 1.60, 65 კილო. მაინტერესებს მოვიმატე... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

18-02-2014

-გამარჯობათ. ვარ 14 წლის 1.60, 65 კილო. მაინტერესებს მოვიმატებ თუ არა სიმაღლეში კიდევ? მეხუთე-მეექვსე კლასში სიმაღლით პირველი ვიყავი, ეხლა კი ყველა გაიზარდა ჩემ გარდა და დავრჩი იგივე რაც ვიყავი კიდევ მაინტერესებს წონის ბრალია თუ არა? დედაჩემსაც იგივე პრობლემა ქონდა, სულ ამბობს მერვე კლასში რაც ვიყავი იგივე დავრჩიო და გეენეტიკური ხოარიქნება? :| რამე კონკრეტულ დიეტას და სიმაღლეში მომატების ხელმისაწვდომ საშუალებას ხომ ვერ მირჩევდით?

პასუხი
-გოგონები 17-18 წლის წლამდე იზრდებიან. თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენთ შინაგანი რესურსები. ამისათვის მოგცემთ რამდენიმე რჩევას, ანუ გაგაცნობთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ზრდას
<>კვება_ თითოეული ადამიანი შეგნებულად უნდა მიუდგეს საკუთარ რაციონს. პირველ რიგში გირჩევთ, იკვებოთ სწორად. კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა.
ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. უთუოდ მიირთვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, რადგანაც ისინი ძვლის ზრდისთვის აუცილებელ შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს, ოღონდ ერიდეთ ცხიმს. ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი, ისპანახი, სალათის ფურცლები, მჟაუნა და ასკილის ნაყოფი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში. ძვლის ზრდას ხელს უწყობს ასევე D ვიტამინი. მას ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედებით ითვისებს. ამ ვიტამინის უკმარისობა შესაძლოა რაქიტის მიზეზად იქცეს. არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ხაჭოსა და ყველს, რომლებიც კალციუმის შესანიშნავი წყაროა.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება
<>სრულფასოვანი ძილი. უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
<>სპორტი. გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადეთ მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.
იქნებ გამოგადგეთ... პედიატრმა, სიმაღლეში ზრდის სპეციალისტმა, შემოგვთავაზა ზრდის ელექსირის რეცეპტი: დილით, უზმოზე, 200გ სტაფილოს წვენი, დააყოლეთ 1ჩ/კ არაჟანი და 1 კაფსულა A ვიტამინი (დოზა - ასაკის გათვალისწინებით). ასე განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში. მომდევნო ორი კვირა დილით, უზმოზე, მიიღეთ 200გ უმი ჭარხლის წვენი და დააყოლეთ 100გ ცივი რძე. შესაძლოა, უზმოზე ჭარხლის წვენმა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან ფაღარათი გამოიწვიოს. შეგიძლიათ, შეურიოთ 100გ მჟავე ვაშლის წვენი. კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ წონას იოლად იმატებთ, დიეტას ფიზიკური დატვირთვაც შეუხამეთ.
არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად