ინტერნეტში ქართულ და უცხოურ საიტებზე წერენ რომ უკა... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

13-02-2014

-ინტერნეტში ქართულ და უცხოურ საიტებზე წერენ რომ უკაბელო ინტერნეტის მოწყობილობა wi fi აჩენს ტვინის კიბოს, სისხლის გათეთრებას და სხვადასხვა სიმსივნეებს. საიტებზე წერენ რომ განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ის ადამიანები ვინც სახლში ოთახში უდგავთ wi fi მოწყობილობა რადგან მას აქვს ელექტრომაგნიტური გამოსხივება, მე მაენტერესებს რამდენად რეალურია რასაც ინტერნეტში წერენ ? რამდენად შესაძლებელია რომ wi fi ტვინის სიმსივნე გამოიწვიოს ? ამაზე სერიოზულად ვნერვიულობ!

პასუხი
-საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 1996 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეიმუშავა საერთაშორისო ელექტრომაგნიტურ ველებთან (ემვ) დაკავშირებული პროექტი რათა შეეფასებინა 0-დან 300 გიგაჰერცი სიხშირული დიაპაზონის ემვ ტალღების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების გამოვლინებები.
დღემდე ყველა კვლევის შედეგი მიუთითებს, რომ ზემოქმედება ნაკლებია დასაშვებ ზღვარზე, რომელიც 1998 წელს იქნა რეკომენდირებული არამაიონიზებელი გამოსხივებისგან დაცვის საერთაშორისო კომისიის დირექტივებით. ეს დირექტივები განიხილავს მხოლოდ სითბურ ეფექტებს, არასითბური ზემოქმედება გარკვევით არ არის წამოდგენილი.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალური შეხედულება ასეთია: „არ არსებობს ნათელი მინიშნება იმისა, რომ Wi-Fi და სხვა დისტანციური ელექტრო მოწყობილობების რადიაცია მავნედ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე სიტუაცია მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს“.
2011 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ მოახდინა Wi-Fi -ის კლასიფიცირება B2 ჯგუფში, რაც შესაძლებელ კარცეროგენულობას ნიშნავს ანუ შესაძლებელი არის რაღაც რისკი კარცეროგენულობისა. ასე, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ საჭიროა ხანგრძლივი კვლევების ჩატარება.
და ბოლოს, დასამშვიდებლად აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის სააგენტო ამტკიცებს, Wi-Fi -ის ველში მთელი წელი ყოფნა გამოსხივების ინტენსივობის დოზირების მხრივ ტოლფასია მობილურზე 20 წუთის უწყვეტი საუბრისა. აქედან გამომდინარე, Wi-Fi არაფრით არ არის იმაზე მეტად საშიში ვიდრე ბავშვის დისტანციური სამართავი ავტომობილი და გაცილებით ნაკლებად მავნეა ვიდრე სახლის უსადენო ტელეფონი ან მობილური ტელეფონი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად