მოგესალმებით. მაქვს ცხიმიანი და ქერტლიანი თმა,ამის... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

05-02-2014

-მოგესალმებით. მაქვს ცხიმიანი და ქერტლიანი თმა,ამისთვის ვხმარობ შესაბამის შამპუნს,მაგრამ კიდე მაწუხებს თმის ცვენაც. იქნებ მირჩიოთ ისეთი ნიღბები რომ სახლში გაკეთება შევძლო. წინასწარ დიდი მდლობა.

პასუხი
-ხშირად ცხიმოვანი ჯირკვლების მომატებულ აქტივობას თან ახლავს ცხიმიანი ქერტლიანობა და თმის ცვენა. ცხიმოვანი სებორეის დროს ხდება ფორების ჩაჭედვა, ბოლქვი ვეღარ ფუნქციონირებს ნორმალურად, თმა ნელნელა თხელდება და ცვივა.   თმების ზედმეტად გაცხიმიანება გამოწვეულია თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით, რაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ (ცხიმიანი თმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანსირებულ კვებას – გამდიდრებულს B და C ვიტამინებით, მიკროელემენტებით - თუთია, რკინა, გოგირდი), არასწორად მოვლამაც.
შემოგთავაზებთ ცხიმიანი თმის მოვლის წესებს, მაგრამ თუ შედეგს ვერ მიიღებთ უნდა  მიმართოთ დერმატოლოგ/ტრიქოლოგს;
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმები, ნახშირწყლები, ცხარე, მლაშე საკვები, ყავა, ალკოჰოლი. ცხიმიანი თმის დაბანა რეკომენდირებულია 3 დღეში ერთხელ, ხშირი დაბანვა არ ამცირებს ცხიმიანობას, თუმცა დაბანვის სიხშირე მაინც ინდივიდუალურია და უნდა მოხდეს თმის გაჭუჭყიანების მიხედვით , გაშრობა გრილი ჰაერით.
ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა. დღეს გაყიდვაში არის სხვადასხვა ფირმის, სხვადასხვა ფასის, სხვადასხვა ტიპის თმის მოვლის საშუალებები. თქვენ უნდა შეიძინოთ შამპუნი, რომელსაც ეტიკეტზე ეწერება "განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის". მაგ; ტოპიკის შამპუნი ცხიმოვანი სებორეისთვის ან პრეგეინის შამპუნი. რამოდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ ცხიმიანი თმების მოსავლელად: >ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.
> 2 ს.კ. ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.
>დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
>დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც.
>კარგია ცხიმიანი თმებისთვის კვერცხის გული, რადგნ იგი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ თავზე გახმობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად.
>3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთი. დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად