, როგორც ვიცი სახის კანისთვის ძალიან კარგია ალოეს ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

03-02-2014

-გამარჯობა, როგორც ვიცი სახის კანისთვის ძალიან კარგია ალოეს წასმა, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, ყოველდღე თითო ფოთოლი თუ დავაძრე ამ მცენარეს 1 კვირაში აღარ შემრჩება, ასე რომ მაინტერესებს რამდენხანს ძლებს 1 ფოთოლი, რამდენჯერ შემიძლია წავისვა 1ცალი ალოეს ფოთოლი სახეზე? ან იქნებ არასწორედ ვაკეთებ რაღაცას, სხვა გზაც თუ არსებობს. ( მე ასე ვაკეთებ, გავაცლი სქელ კანს ფოთოლს, და რბილობს ვისმევ სახეზე,და ამ რბილობს კიდევ 3 წასმაზე ვიყენებ)

პასუხი

ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაში, გთავაზობთ მისი გამოყენების რამდენიმე წესს. ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.

ალოე კარგი ბიოსტიმულატორია. თუ გნებავთ კიდევ უფრო გალამაზდეთ, გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება). ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს.
თუ სახის კანი მშრალია, საჭიროა, გაწმენდის მერე წაისვათ ცხიმოვანი მკვებავი კრემი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად