. წვერი რომ ამომდის სადგაც 5 დგეში ლოყაზე მხოლოდ ც... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-01-2014

-გამარჯობათ. წვერი რომ ამომდის სადგაც 5 დგეში ლოყაზე მხოლოდ ცალ მხარეს მაყრის და ცოტათი მექავება, აგრეთვე წვერზე ხელის დადებისას მაქვს ცუდი შეგრძნება თითქოსდა ჩოთქი ჩამოუსვამთ, გავიპარსავ თუ არა ეგრევე მივლის. საპარსი საშვალებებიც შევცვალე, მაგრამ არ მიშველა. რა გავაკეთო ან რისი ბრალია? მადლობთ

პასუხი
- პირველ რიგში უნდა გირჩიოთ, რომ შეარჩიოთ წვერის გასაპარსი ხარისხიანი საშუალება.
თქვენი დიაგნოზი, სავარაუდოდ ვულგარული სიკოზია. ეს არის პიოდერმია (იწვევს სატაფილოკოკი), რომლის ტიპიური ლოკალიზაციაა წვერისა და ულვაშის არე. დაგჭირდებათ იმუნიტეტის გაძლიერება, ამისათვის მიიღეთ იმუნალი (20 წვეთი წყალში გახსნილი - 3 ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში), ასევე A და E ვიტამინები, ანტიოქსიკაფსი ცინკით ( დღეში ერთხელ 1 კაფსულა 1 თვის განმავლობაში). გარეგანად, გაიწმინდეთ კანი ქაფურის სპირტით, ან ლევომიცეტინის სპირტით ყოველდღე დღეში ერთხელ, შემდგ გამონაყარი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენეთ გენტამიცნის ან 10%-ანი სინტომიცინის მალამო 2-ჯერ 10 დღე. გარდა ამისა, გამორიცხეთ ალკოჰოლი, შეიმოწმეთ სისხლი შაქრის შემცველობაზე და თუ მოხერხდება, დათესეთ ჩირქი ფლორასა და მგძნობელობაზე. ზემოთაღნიშნულ მკურნალობას რომ მორჩებით, ეფექტის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მალამო დერმაკომბინი (10 დღე 2-ჯერ) ან პიოლიზინი (10 დღე 2-ჯერ).
გარდა ამისა, გირჩევთ, წვერის გაპარსვის შემდეგ წაისვათ კურიოზინი გელი ან ლევომიცეტინის სპირტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად