..ზოლომაქსის გადაჭარბებული რაოდენობის მიღება შეუქმ... | ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფარმაკოლოგია

კატეგორია - ფარმაკოლოგია

29-01-2014

-გამარჯობა..ზოლომაქსის გადაჭარბებული რაოდენობის მიღება შეუქმნის თუ არა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს?

პასუხი
-თუ ერთჯერად ჭარბ დოზირებას გულისხმობთ მოსალოდნელია ძილიანობა, კუნთების სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ხანდახან აგზნებადობა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის ინფორმირება!
ხოლო თუ ხანგრძლივ გამოყენებაზეა ლაპარაკი, მაშინ შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის მიმართ დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში ზოლომაქსის მიღების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები: თავის ტკივილი, ხასიათის უეცარი ცვალებადობა, მოუსვენრობა, ტრემორი, უძილობა, დაბნეულობა, ხოლო მძიმე შემთხვევების დროს – ღებინება, მუცელსა და კუნთებში შეტევის მსგავსი ტკივილები, სინათლის, ხმაურისა და შეხების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კიდურების დაბუჟების შეგრძნება, მეხსიერების დარღვევა, კრუნჩხვითი შეტევა. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას შესაძლებელია იმ დაავადების სიმპტომების განახლება, რომლის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება პრეპარატი.
არასასურველი სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან არის დაკავშირებული, შეძლებისდაგვარად საჭიროა პრეპარატის მოკლე ვადით გამოყენება, ხოლო მისი მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.
ამიტომ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა უნდა კონტროლდებოდეს ექიმის მიერ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად