რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-3 თვის ბავშვის კენგურუთი ტარება თუ შეიძლება? და თუ არა,მაშინ რა ასაკიდანაა შესაძლებელი? დიდი მადლობა წინასწარ..
პასუხი
-ვიდრე ბავშვს კენგურუში ჩასვამდეთ, გირჩევთ, ორთოპედს აჩვენოთ. მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ შეიძლება კენგურუს გამოყენება. საქმე ის არის, რომ არსებობს თანდაყოლილი პათოლოგია - მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სხვაგვარად - ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. თუ პატარას ეს დაავადება აქვს, კენგურუში მისი ხშირად და დიდხანს ჩასმა მიზანშეწონილი არ არის. კენგურუში ჯდომისას ბავშვს ტერფები გარეთ განეზიდება, მისი ხშირი გამოყენება კი ტერფების მყარ განზიდვასა და ვალგირებას (გარეთ გამრუდებას) განაპირობებს. ამის თავიდან ასაცილებლად პატარა სეირნობის შემდეგ მუცელზე ისე დააწვინეთ, რომ ტერფები საწოლიდან (ლეიბიდან, მაგიდიდან) გადმოკიდებული ჰქონდეს. ასეთი პოზა კენგურუში დიდხანს ჯდომის შემდეგ ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაჭიმულობის პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. ორთოპედთან კონსულტაციისას შეიტყობთ, რა ასაკიდან და რამდენი ხნით შეგიძლიათ ასეირნოთ თქვენი პატარა.