ვარ 16 წლის. სიმაღლეს ვუჩივი, ძალიან მინდა სიმაღ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

27-01-2014

-გამარჯობათ ვარ 16 წლის. სიმაღლეს ვუჩივი, ძალიან მინდა სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრის მომატება, იქნებ მირჩიოთ რამე ეფექტური საშუალება

პასუხი
-სხეულის აქტიური ზრდა სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ წყდება. ზრდის შეწყვეტის ასაკი ინდივიდუალურია და გოგონებში – 17-18 წელია. ვაჟებში - 19-20 წელი. ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია: რაციონალური კვება, ძილის რეჟიმის დაცვა, ფიზკულტურითა და სპორტით სათანადოდ დატვირთვა.
თავდაპირველად - კვების შესახებ. რაციონში უნდა შედიოდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები. ბავშვი და მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდნენ. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს უმი ხილითა და ბოსტნეულით. ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ - შვრიისა, ბრინჯისა, ხორბლისა (და არა მანანისა).
მოზარდი ორგანიზმისათვის აუცილებელია კალციუმი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კალციუმი ძვლებში ე. წ. ცილოვან მატრიცაზე ლაგდება. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი სრულფასოვანი იყოს, ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა. ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს კალციუმით მდიდარი საკვები - ხაჭო, ყველი, რძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეში ზრდისათვის. ბევრი ცილა და ზრდის ვიტამინი A მოიპოვება ყვითელი და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში - სტაფილოში, გოგრაში, პომიდორში, ბულგარულ წიწაკაში, მაყვალში, მოცვსა და მოცხარში. პერიოდულად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების ამა თუ იმ კომპლექსის მიღებაც.
რაც შეეხება ცხიმის უხვად შემცველ და ტკბილ საკვებს, მისი ჭარბი მიღება აფერხებს სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონის) გამომუშავებას და სიმაღლეში ზრდას. რაციონალური კვებით შესაძლებელია, სიმაღლის 10%-ით მატებას რეალურად და საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ.
ახლა კი - იმის შესახებ, რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას ანუ რას უნდა ერიდოს მოზარდი: 1) ალკოჰოლსა და თამბაქოს; 2) ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს; 3) ჩიპსებს, ორცხობილებსა და საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებენ ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლიან მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ სიმაღლეში ინტენსიური ზრდა სწორედ ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობის გარეშე ყველაზე დაბალანსებული და რაციონალური კვებაც კი ვერ გაზრდის ადამიანს. ეს არაერთი დაკვირვებითა თუ ფაქტითაა დადასტურებული.
ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი. რეგულარული ცურვა ორგანიზმს ზრდაშიც ეხმარება.
სიმაღლეში ზრდისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრასი - ცურვის სტილი, რომლის დროსაც ზედა და ქვედა კიდურები მაქსიმალურად იჭიმება.
იქნებ გამოგადგეთ...
პედიატრმა, სიმაღლეში ზრდის სპეციალისტმა, შემოგვთავაზა ზრდის ელექსირის რეცეპტი: დილით, უზმოზე, 200გ სტაფილოს წვენი, დააყოლეთ 1ჩ/კ არაჟანი და 1 კაფსულა A ვიტამინი (დოზა - ასაკის გათვალისწინებით). ასე განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში. მომდევნო ორი კვირა დილით, უზმოზე, მიიღეთ 200გ უმი ჭარხლის წვენი და დააყოლეთ 100გ ცივი რძე. შესაძლოა, უზმოზე ჭარხლის წვენმა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან ფაღარათი გამოიწვიოს. შეგიძლიათ, შეურიოთ 100გ მჟავე ვაშლის წვენი. კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ წონას იოლად იმატებთ, დიეტას ფიზიკური დატვირთვაც შეუხამეთ.
არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად