-შარდში ოქსალატების არსებობისას არ შეიძლება ხორცის ბულიონის, ნახარშის მიღება. შეცვალეთ ბოსტნეულის სუფით.
შეიძლება მიიღოთ თეთრი და შავი ცეხვილი პური, ბოსტნეულის სუპები, მოხარშული ხორცი, თევზი, ბოსტნეული (ყვავილოვანი და თეთრთავა კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი (მოხარშული)), ხილი (ვაშლი (ანტონოვკის გარდა), მსხალი, ალუბალი, კომში, ყურძენი), კიტრი (გათლილი), ნესვი, საზამთრო, კვახი. დასაშვებია ბურღულეული, მაკარონი, ვერმიშელი (გამოიყენეთ სუფში).
სუფრის მარილის სადღეღამისო დოზაა 5-8გ.
რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
იზღუდება რძის ნაწარმი, კვერცხი, კალციუმის მარილებით მდიდარი საკვები, ხორცისა და თევზის წვნიანი.
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მჟაუნმჟავათი და ლიმონის მჟავათი მდიდარი პროდუქტები - მჟაუნა, ისპანახი, ციტრუსები, მარწყვი, სალათა, ოხრახუში, პარკოსნები, ხურტკმელი, შოკოლადი, კაკაო, სანელებლები.
სამკურნალო კვებაზე გადაიყვანოთ, მანამდე, ვიდრე შარდის განმეორებითი ანალიზი მარილების არარსებობას არ დაგიდასტურებთ. სასურველია, დიეტა პედიატრმა შეგირჩიოთ და მანვე ჩაატაროს მონიტორინგი.