მაინტერესებს რა იწვევს ენის უკანა ნაწილზე ბაქტერიე... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

18-01-2014

-მაინტერესებს რა იწვევს ენის უკანა ნაწილზე ბაქტერიების დაგროვებას და რატომ აქვს ზოგ ადამიანს მეტი ზოგს ნაკლები? და არსებობს თუ არა რაიმე ხერხი ბაქტერიების თითქმის სრულიად განადგურების? დიდი მადლობა

პასუხი
- პირის ღრუში მუდმივად არსებობს ბაქტერიები, პირის ღრუს მიკროფლორა, როგორც წესი, გრამდადებითი მიკროორგანიზმებით არის დასახლებული, მაგრამ განსაკუთრებულ პირობებში, როგორიცაა ნერწყვის გამოყოფის შემცირება, ღრძილების დაავადება და პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა, პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსი ირღვევა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების სასარგებლოდ. სწორედ გრამუარყოფით ანაერობულ მიკროორგანიზმებთან არის ასოცირებული გოგირდის შემცველი ნივთიერებების წარმოქმნა პირის ღრუში, რასაც საბოლოოდ ცუდი სუნი სდევს თან. თუმცა, სხვა ნივთიერებები, რომლებიც გოგირდს არ შეიცავს (კადავარინი, აცეტონი, აცეტალდეჰიდი), ასევე შეიძლება იქცეს უსიამოვნო სუნის მიზეზად. პირის ღრუში ბაქტერიების განადგურება კარგს არაფერს მოგიტანთ, პირიქით - გამოიწვევს პირის ღრუში პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და პირის ღრუშ ანთებითი დაავადებების გავრცელებას; მთვარია რომ პირიზ ღრუში - ისევე როგორც სხვა ორგანოებში სადაც ბუდობენ ჩვენთვის სასარგებლო მიკროორგანიზმები, არ დაირღვეს მათ შორის ბალანსი. სწორედ ეს იწვევს დაავადებების განვითარებას ამ ორგანოებში; 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად