მყავს 6 თვის ტყუპები (მეშვიდეში გადავიდნენ), გთხოვ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

10-01-2014

-მყავს 6 თვის ტყუპები (მეშვიდეში გადავიდნენ), გთხოვთ მირჩიოთ მათი ასაკისთვის შესაფერისი კვების რეჟიმი და რაციონი. ასევე მაინტერესებს რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღონ დღეში და თუ შეიძლება უბრალო წყალი ჰუმანას კამის ჩაით ჩავანაცვლო?

პასუხი
6 თვის ბავშვი დღეში საშუალოდ უნდა იკვებებოდეს 4-5-ჯერ, შუალედებით 4,5-3,5საათი. მისი ყოველდღიური მენიუ უნდა მოიცავდეს: დედის რძეს ან ადაპტირებული რძის ნარევი, ფაფა 150 გრამი წიწიბურას, შვრიის ან ბრინჯის. ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო), 2 ჩაის კოვზი ხაჭო, გახეხილი ვაშლი ან მისი პიურე 3 სადილის კოვზი. ხილის ან სტაფილოს წვენი - 5 ჩაის კოვზი. ბოსტნეულის ან ხილის პიურე 80-100 გრამი, ნახევარი მოხარშული კვერცხის გული. კვების პროდუქტების განაწილების რიგი შესაძლოა თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ, კიდეც, კვებეთ ბავშვი ისე, როგორც ეს უპრიანია თქვენთვის და ბავშვისთვის; 
მიახლოებითი სქემა: კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება. ხელოვნურ კვებაზე მყოფმა 6 თვის პატარამ დამატებითი საკვები დღეში ორჯერ (ანუ ორ კვებაზე) უნდა მიიღოს. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს, რა ასაკიდან მიიღებს იგი დამატებით საკვებს. თუ ბავშვი წონაში ჩამორჩება, არ ჰყოფნის დედის რძე, მაშინ დამატებითი საკვების მიცემას უფრო ადრე იწყებენ. 6 თვის პატარა უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსათიანი ინტერვალით. I კვება (სავარაუდოდ, 8 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. II კვება (12 საათზე) - 180-200 მლ 10%-იანი ფაფა და 30 გ გახეხილი ვაშლი. III კვება (16 საათზე) - 200 მლ ბოსტნულის სუპ-პიურე. IV კვება (20 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. V კვება (24 საათზე) - 200მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. აქვე გთავაზობთ ბოსტენულის პირეს მომზადების წესს: თავდაპირველად მას უნდა მიეცეს ერთი ბოსტნეული (ჭარხალი ან სტაფილო) მოხარშული და გახეხილი, შემდეგ გამთბარი, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა გავზარდოთ 4 კოვზამდე, უნდა დავაკვირდეთ ბავშვის რეაქციას, თუ პატარამ ეს ბოსტნეული კარგად მოინელა, თანდათან, 5 – 7 დღის ინტერვალით უნდა დავამატოთ მეორე ბოსტნეული, შემდეგ კარტოფილი, შემდეგ კომბოსტო, შემდეგ თვეებში აღნიშნულს ემატება ოხრახუში, კამა, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, თეთრი პურის გახეხილი ორცხობილა 7 თვის ასაკისთვის, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა იზრდება. 8 თვისთვის შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ბოსტნეული უნდა იყოს საღი, კარგად უნდა გაითალოს, გაირეცხოს, გასუფთავდეს კარგია თუ წყალში გააჩერებთ ნაახევარი საათით. ქვაბში ყველაფერს ერთად ნუ ჩაყრით, რაც დიდხანს იხარშება უფრო ადრე ჩადეთ, რაც სწრაფად იხარშება უფრო მოგვიანებით, კომბოსტო ყველაზე ბოლოს. მოკლედ, ადუღებულ წყალში ჩაყრით მომზადებულ ბოსტნეულს რომლისგანაც ამზადებთ სუპს და თავდახურული ხარშავთ, რომ მოიხარშება გახეხავთ სახეხზე ან დააბლენდერებთ და ერთხელ წამოადუშებთ, სანამ ცხელია დაამატებთ ცოტა ზეთსა და მარილს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად