რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გთხოვთ მიპასუხოთ რა მოვიმოქმედო ჩემს 3 წლის გოგონას შეკრულობა აქვს, წამლებიც ვცადე და მკურნალობაც მაგრამ არ შველის, თან ორი თვეა რაც დაეწყო და თვითონაც შეშინებულია,ყველაზე კარგი რომელი ბოსტნეულია, რისი წვენი ან რა წამალი შეიძლება რომ მივცე. მადლობა
პასუხი
-ბავშვს ესაჭიროება კომპლექსური გასტროენტეროლოგიური მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს მისი ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგებას, ფერმენტული აქტივობის კორექციას და სამკურნალო კვებას. რაც შეეხება პროდუქტებს, შეკრულობის წინააღმდეგ პირველ რიგში აუცილებელია ხილი და ბოსტნეული, რომელიც ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, საკმარისი რაოდენობით წყალი. მიეცით მას მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ულუფები და ნუ შესთავაზებთ ზედმეტ საკვებს. დასაზუსტებელია, რას უწოდებთ ყაბზობას. ყველა ბავშვს არა აქვს მოქმედება ყოველდღე, შესაძლოა ზოგიერთი პატარა კუჭში 3 დღეში ერთხელ გადიოდეს. მთავარია ამ დროს ბავშვს არ უწევდეს ზედმეტად დაძბვა და განავალი არ იყოს თხის ცურცლის მსგავსი. ჩვენს ვებ გვერდზე გაეცანით სტატიას „როგორ მოვუწესრიგოთ ბავშვს კუჭის მოქმედება საკვების მეშვეობით“, http://www.mkurnali.ge/component/content/article/24-2008-10-13-11-42-45/2902-rogor-movutsesrigoth-bavshvs-kutcis-moqmedeba-sakvebis-meshveobith.html