თავის ტკივილის დროს შეიძლება ციტრამონის დალევა? 16... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-01-2014

-თავის ტკივილის დროს შეიძლება ციტრამონის დალევა? 16 კვირის ორსული ვარ

პასუხი
ორსულმა შეიძლება მიიღოს ციტრამონი. სასურველი არ არის სისტემატიური მიღება (ციტრამონში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ორსულებისთვის არ არის სასურველი). ორსულთათვის უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელს წარმოადგენს პარაცეტამოლი. თავის ტკივილის დროს ორსულმა აუცილებლად უნდა გაიზომოს წნევა, თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ჰიპერტენზიის, ასევე ჰიპოტონიისას. სასურველია სისხლში გემოგლობინის და გლუკოზის განსაზღვრა.
ტკივილს მაპროვოცირებელი ფაქტორის მოხსნის გზით, დაღლილობის, დაძაბულობის, შიმშილის, ფიზიკური და ემოციური სტრესის მინიმუმამდე შემცირებით უნდა ებრძოლოთ თავის ტკივილს.
კარგია მოდუნება: წყნარი მუსიკის მოსმენა, საინტერესო წიგნის კითხვა, სეირნობა. ორსული უნდა ერიდოს ჩაფუთვნას, ჩახუთულ ოთახში ყოფნას, ხმაურსა და ხალხმრავლობას.
კარგია კონტრასტული კომპრესებიც: ცხელისა და ცივის მონაცვლეობა 10 წუთის განმავლობაში 30-წამიანი შუალედებით.
თუ თავის ტკივილის მიზეზი ნერვული დაძაბულობაა, შეიძლება კეფაზე 20 წუთით ყინულის დადება, თვალების დახუჭვა და მოდუნება. ეცადეთ შეინარჩუნოთ სისხლში შაქრის დონე ჩირის, ხილის, რუხი პურის და ნაკლებად ცხიმიანი მაწონის მიღებით. გააკონტროლეთ სისხლში ჰემოგლობინის დონე.
თუ თავის ტკივილი რამდენიმე საათია გრძელდება და თან ახლავს ტემპერატურის მატება, მხედველობის მოშლა, ხელ-ფეხის შეშუპება, არტერიული წნევის მატება, - ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად