აათ..გილოცავთ მრავალს დაესწარით.მაინტერესებს 7 თვი... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

03-01-2014

-გამარჯობააათ..გილოცავთ მრავალს დაესწარით.მაინტერესებს 7 თვის პატარას რომელი სახეობის თევზი უნდა ვაჭამო??

პასუხი
-ბავშვის რაციონში თევზის შეტანას ექიმები არ ჩქარობენ. იგი რეკომენდებულია 8-9 თვის ასაკიდან. ეს იმით აიხსნება, რომ თევზი ალერგიული პროდუქტია. სავსებით ჯანმრთელი ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, თევზის მიცემა ნებადართულია კვირაში ორჯერ, ისიც - მცირე ულუფებით, წლამდე ასაკის პატარებისთვის - 30-60 გრამისა, შედარებით მოზრდილებისთვის - 85-90 გრამისა, წვნიანის, პიურეს, ორთქლზე მომზადებული კატლეტის სახით.
ალერგიული გამოვლინებების მქონე პატარებს თევზს ვაძლევთ ძალიან ფრთხილად, მცირე ულუფებით, თავდაპირველად - დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზს, მერე კი, რეაქციის შესაბამისად, ულუფას თანდათან ვზრდით. თევზი წინასწარ გულდასმით დაამუშავეთ: ფხები და ძვლები გამოაცალეთ, მერე კი კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით. წლამდე ასაკის ბავშვს მიეცით თეთრი, მჭლე თევზი, უფრო ცხიმიანი ჯიშის მენიუში შეტანა ერთი წლის შემდეგ შეიძლება. ძალიან სასარგებლოა თევზის წვნიანი. მისი მომზადება შეიძლება მარტივი რეცეპტით: ქვაბში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაახლოებით 4-5 სმ-ით დაიფაროს. შემდეგ თევზი ამოიღეთ და წყალი აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, მრგვლად დაჭრილი 1 ცალი სტაფილო, ხახვი და ოხრახუში, ამის შემდეგ ჩაუშვით თევზი, ალს დაუწიეთ და ხარშეთ. ეს იმისთვის, რომ ხარშვისას თევზი არ ჩაიშალოს. თევზი მანამდე უნდა ხარშოთ, ვიდრე ჩანგლით გაჩხვლეტისას გამჭვირვალე სითხე აღარ გამოუვა. მოხარშული თევზი მაშინვე ამოიღეთ თეფშზე გასაცივებლად.
ამ ასაკის ბავშვისთვის ყველას ჯობს კალმახი, შეიძლება სხვა ცოცხალი (არა გაყინული) თევზიც. (იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს მტკნარი წყლის თევზი: კალმახი, ქორჭილა).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად