-გამარჯობათ,ბოლო რამოდენიმე თვეა,ძალიან შემაწუხა კანის სიმშრალემ,პრაქტიკულად "ვიფრცქვნები",უკაცრავად,მაგრამ ქერცლებად მძვრება კანი,მუცელზე და მკერდზე,ანუ სადაც ჭარბი კანი მაქვს,მშობიარობების და ლაქტაციების შემდეგ...სხეულის სხვა ადგილებზეც გამომშრალი მაქვს კანი,მაგრამ შედარებით ნაკლებად.რაიმე ჩივილები,არ მაქვს განსაკუთრებული.ჰორმონები-ფარისებრი ჯირკვლის წესრიგში მაქვს,ძალიან გთხოვთ,მირჩიოთ რაიმე მალამო,ან კრემი ეფექტი რომ ქონდეს! დიდი მადლობა წინასწარ!
--უნდა იხმაროთ მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემები (დამატენიანებელი) , მათი შერჩევის დროს გაითვალისწინეთ ასაკი.
გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ მაშრალ კანს:
-აუცილებელია გამოძინება. ძილის დროს კანის უჯრედები აღდგება, კანი ისვენებს,-რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
-ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
-საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით.
-შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება.
-უარი თქვის სიგარეტსა და ალკოჰოლზე;
-ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადიბას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
-არ დაიბანოთ პირი ძალიან ცხელი წყლით (უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლითა), გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. შემდეგ კანი ნაზად გაიმშარალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემები.