მოგესალმებით! 24 ოქტომბერს გავიკეთე საკესრო კვეთა ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

23-12-2013

-მოგესალმებით! 24 ოქტომბერს გავიკეთე საკესრო კვეთა 5 დეკემბერს გავიდა 40 დღე,მიახლოებით რამდენ ხანში უნდა დამირეგულირდეს ციკლი? (სავარაუდოდ როდის უნდა მომივიდეს) ან რამდენად დიდია შანსი დაორსულების?(მეუღლესთან ცხოვრების შემდეგ მალე ვდგები და ვბანაობ) დიდი მადლობა წინასწარ!

პასუხი
-მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლის აღდგენა ხდება ინდივიდუალურად. თუ ბავშვი იმყოფება მთლიანად ბუნებრივ კვებაზე ანუ იკვებება მხოლოდ დედის რძით, მენსტრუაცია ხშირად ლაქტაციის პერიოდის დასრულების (ერთი წლის შემდეგ) შემდეგ დგება.
თუ დედა ბავშვს ძუძუსთან ერთად დამატებით საკვებსაც აძლევს, მაშინ მენსტრუაცია შეიძლება დადგეს ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდეც და დასრულების შემდეგაც. (თუმცა ზოგადად, ციკლის აღდგენა ბუნებრივი კვების დროსაც კი ინდივიდუალურია).
თუ ბავშვი თავიდანვე შერეულ კვებაზეა, ანუ იღებს დედის რძესაც და ხელოვნურ საკვებსაც, მაშინ დედას მენსტრუაცია აღუდგება მშობიარობიდან 3-4 თვეში.
თუ ქალი ბავშვს ძუძუთი არ კვებავს, ანუ ბავშვი თავიდანვე ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ მენსტრუაცია აღდგება მშობიარობიდან 10-12 კვირაში.
ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს, ამიტომ მეძუძურ ქალსაც შეიძლება, საკმაოდ მალე აღუდგეს ციკლი. ძუძუთი კვების შემთხვევაში სანამ ბავშვს გადაიყვანთ დამატებით კვებაზე, იმყოფებით ბუნებრივი დაცვის ქვეშ, თუმცა 100% არც ეს არის.
მეძუძური დედა ბუნებრივად არის დაცული ორსულობისაგან მხოლოდ მაშინ, თუ:
*ბავშვი იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე (ანუ არ იღებს სხვა დამატებით საკვებს) და კვებათა შორის საჭირო ინტერვალები დაცულია (3-4 საათი დღისით და 6 საათი ღამით);
*ბავშვი 6 თვეზე ნაკლები ასაკისაა;
*ქალს მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არ აქვს აღდგენილი.
თუ სამივე პირობა დაცულია, მეთოდი ეფექტურად მუშაობს.
თუ ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დაორსულების შანსი იზრდება და საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, ისეთის, რომელიც ხელს არ შეუშლის რძის გამომუშავებას.
*მეთოდის ეფექტურობა 98%-ია;
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად