.ზამთრისა და სიცივის გამო მუდამ მექერცლება სახე, ვ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

20-12-2013

-გამარჯობათ.ზამთრისა და სიცივის გამო მუდამ მექერცლება სახე, ვისვამ ვაზელინსა და დესტკი კრემს თუმცა ეფექტი მხოლოდ ერთდღიანი აქვს, თუკი არ წავისვამ მეორე დღEს, უარეს მდგომარეოაში ვარდება სახის კანი. აქერცვლა უფრო მეტად ვლინდება პირის გარშემო და ყვირიმალებზე. ვარ 17 წლის გოგონა, რომელ კრემს მირჩევდით? ჩემი ახალგაზრდა ასაკის გამო მეშინია ჩემით ყიდვა რაიმესი, იმედი მაქვს დამეხმარებით.

პასუხი
-მშრალი კანი სიცივეში იქერცლება. დილით, შინიდან გასვლის წინ, დღის ზამთრის დღის დამატენიანებელი კრემი წაისვით, შერჩევაში კონსულტანტები დაგეხმარებიან (ასაკის გათვალისწინებით) საღამოს გასაწმენდად კი იხმარეთ რბილი საშუალებები - გამწმენდი რძე ან ნაღები, რომელიც აღადგენს კანის მჟავატუტოვან წონასწორობას და აქვს მსუბუქი დამატენიანებელი ეფექტი. ამ პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდებული ლოსიონის ხმარება - ის აშრობს კანს. განსაკუთრებით სათუთ მოვლას მოითხოვს კანი თვალების ირგვლივ. თვალების გარშემო ნაოჭების გაჩენის მიზეზი ამ უბანზე ცხიმოვანი ჯირკვლების სიმცირეა.
სიცივეში თხელი კანი უფრო მეტად შრება და ეშვება. მის გასამკვრივებლად ნიღბებია საჭირო.
სხვა დამატებითი რჩევები: იკვებეთ სრულფასოვნად და მიიღეთ ბევრი ვიტამინი ხილისა და ბოსტნეულის სახით, მიიღოთ სათანადო (2 ლ-მდე) რაოდენობის სითხე.  გირჩევთ ძალიან ცხელი წყლით არ დაიბანოთ, გამოიყენეთ ნეიტრალური პჰ საპნებნი, კანი ნაზად შეიმშრალეთ, გამოიყენეთ მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემები და დამატენიანებელი საშუალებები.
შეგიძლიათ პირის დასაბანად გამოიყენოთ მცენარეული (პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები) ნაყენები და ნახარშები:
- 2 სუფრის კოვზ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე, გააჩერეთ 10-20 წთ. და გაიწმინდეთ ამ ნაყენით სახე დღეში 2-3-ჯერ.
_შეგიძლიათ აურიოთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენი, 1/2 ჭიქა ახალი არაჟანი და 1 ს.კ. არაყი. ეს ნარევი შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე იწმინდეთ სახე.
-2 ს.კ. ხორბლის მარცვალს დაასხით 1 ჭიქა ძმარი ან თეთრი ღვინო. გააჩერეთ 3-5 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ 1 კვერცხის გული. ამ სითხით ყოველ საღამოს გაიწმინდეთ სახის კანი.
-ფორთოხლის კანს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ გაციებამდე, შემდეგ გაწურეთ და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
-1 ს.კ. მარწყვის ფაფას დაუმატეთ 1 ჭ ცივი ანადუღარი წყალი, გაწურეთ რამდენიმე ფენა მარლაში, დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზ გლიცერინი და გაიწმინდეთ სახე.
ნიღბები მშრალი კანისათვის:
-კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი დაარბილეთ მდუღარე წყალში. წყლიდან ამოღების შემდეგ წაუსვით ზეთი (უმჯობესია ზეითუნის) და დაიფინეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ კომბოსტოს ფოთლები და ჩამოიბანეთ სახე გვირილის თბილი ნახარშით.
-1 კვერცხის გული, 1 ს.კ. არაჟანი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 1 ს.კ. ანადუღარი წყალი და წაისვით სახეზე.
-თაფლი და რძე (თანაბარი რაოდენობით) აურიეთ და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.
-მოხარშული კარტოფილის პიურე, დაუმატეთ არაჟანი და და თბილი სახით წაისვით სახეზე 15-20 წუთით.
-გახეხეთ კანიანად 1 ცალი ლიმონი, დაუმატეთ 100 მლ სპირტი, აურიეთ კარგად, გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა არაჟანი, ათქვეფილი 1 კვერცხის ცილა და 1 ჩ.კ. გლიცერინი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ბამბის ტამპონით.
-2-3 ს.კ. შვრიის ფანტელებს დაასხით ცხელი რძე და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად