ძუძუზე მყავს პატარა და კუჭში ვარ შეკრული და რითი შ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

13-12-2013

-ძუძუზე მყავს პატარა და კუჭში ვარ შეკრული და რითი შეიძლება მოვიწესრიგო ? სულ მშრალ საჭმელზეც არ ვარ წვნიანებსაც ვჭამ

პასუხი
- უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენი კვების რეჟმს და გამოკველევების საფუძველზე მოგცემთ დანიშნულებას. სამწუხაროდ ჩვენ დანიშნუელაბს ვერ მოგაწოდებთ ონალინ რეჟიმში.
- ისე კი სასურველია მიირთვათ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, სითხეები, წვენები, უხეშად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი პური და ა.შ. ნაწლავთა პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად კარგია სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა, მასაჟი, საერთოდ, მოძრაობა (თუ მოახლოებული არ არის მშობიარობა ან არ არსებობს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე).
სასარგებლოა ნაწლავების თვითმასაჟიც: დადექით ან დაწექით და მსუბუქი მოძრაობებით მოისვით ხელი მარჯვენა საზარდულიდან ღვიძლამდე, შემდეგ ხელისგული გაატარეთ ჭიპის ზემოთ და ჩადით მარცხენა საზარდულამდე. დროდადრო მოძრაობები ააჩქარეთ, მიეცით მსუბუქი ვიბრაციის, ტალღების მსგავსი ხასიათი. მასაჟი გრძელდება 10-15 წუთს. უმჯობესია, ის მაშინ გაიკეთოთ, როდესაც დეფეკაციის სურვილი მოგივლით, რათა დეფეკაციის პირობითი რეფლექსი გამოიმუშაოთ. ამაში დაგეხმარებათ უკანა ტანში გლიცერინის სანთლების შეყვანაც. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ აუცილებლად მიაკითხეთ ტუალეტს, თუნდაც დეფეკაციის სურვილი არ გქონდეთ. იქ გაატარეთ 10-15 წუთი, ფრთხილად გაიჭინთეთ და შეეცადეთ, ნაწლავები დაცალოთ. როდესაც რეფლექსი აღდგება, სანთლები აღარ დაგჭირდებათ. თუ კუჭმა მაინც არ იმოქმედა, დასაშვებია გამწმენდი ოყნა - 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 1,5 ლიტრ თბილ წყალში. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ხშირი ოყნა ჯანმრთელობას ვნებს.
დაბოლოს:
- თანდათანობით გაზარდეთ მცენარეული საკვების წილი თქვენს რაციონში. დაღეჭეთ კარგად.
- მიიღეთ ბევრი სითხე. - ფიზიკურად იაქტიურეთ (სხვას თუ ვერაფერს მოხერხებთ, ეცადეთ, ყოველდღე 30 წუთი მაინც იაროთ ფეხით).
- თუ რომელიმე ხილი ან ბოსტნეული აირებს დიდი რაოდენობით გიგროვებთ, ეცადეთ, ისე დაამუშაოთ (გათალეთ, მოხარშეთ, მოშუშეთ), რომ ადვილი მოსანელებელი იყოს.
- ლობიო მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაალბეთ წყალში, გადაწურეთ და ახალ წყალში მოხარშეთ. თუ დაკონსერვებულს იყენებთ, გადაწურეთ, გადაავლეთ წყალი და ისე მოამზადეთ.
- ერიდეთ გაზიან სასმელებს და ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დუღილის პროცესებს იწვევენ - ცხვრის ხორცს, ქიშმიშს, ბურახს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად