მყავს 5თვის ბავშვი რომელსაც მენჯ-ბარძაყზე გადავუღე... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

10-12-2013

-მყავს 5თვის ბავშვი რომელსაც მენჯ-ბარძაყზე გადავუღეთ რენტგენი და დასკვნა ასეთია:ორივე ბარძაყის თავის გაძვალების ბირთვი არ აღინიშნება,პროექციულად იმყოფება ტაბუხის ფოსოში.პროქსიმალური მეტაფიზები დეფორმირებულია.აღინიშნება ანტევერსიო.ორივე ტაბუხის ფოსო დისპლაზიურია. დასკვნა:ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია.შეგიძლიათ მითხრათ მდგომარეობა მძიმეა?და რა სახის მკურნალობა დაჭირდება?მასაჟები და ელექტროფორეზი საკმარისი იქნება ამ ეტაპზე?მადლობა წინასწარ

პასუხი
- როცა ბარძაყი განზიდულია, მისი თავი ტაბუხის ფოსოს უახლოვდება. სწორედ ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა აუცილებელი, ამისთვის კი მენჯ-ბარძაყის სახსარში ფეხები რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს განზიდული. ეს შეგიძლიათ ფართო ნახვევის, ორი პამპერსის ან პატარა ბალიშის ჩადებით. ისიც შეიძლება, ბავშვი სრულებით არ შეახვიოთ. სახსრის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური სიფართოვე, მოსვენების დროს კი ე.წ. ფიზიოლოგიური, ბუნებრივად განპირობებული მდგომარეობა, როცა ფეხები მუხლებში მოხრილი და გადაშლილია. ღირს კი ბუნებასთან ბრძოლა და ბავშვის ბარბაროსულად გაკოჭვა? არა მგონია, ამაში ვინმე დამეთანხმოს.
-    გარდა ამისა, დედამ უნდა ისწავლოს საგანგებო  ვარჯიშები: კიდურის განზიდვა, წრიული მოძრაობები, - რომლებიც ბავშვს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ჩაუტაროს. საჭიროა სამკურნალო მასაჟიც, რომელთაც ჩვილს სპეციალისტი უკეთებს. დისპლაზიის იმ ეტაპზე, როცა ამოვარდნილობა უმნიშვნელოა, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები კორექციისთვის საკმარისია.
-     თუ დიაგნოზი სამი-ოთხი თვის ასაკში დაისვა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით უფრო ზუსტად ადგენენ დაავადების სახეობას. ამ დროს უკვე საგანგებო არტაშნების დადებაა საჭირო. მათი ტარების ხანგრძლივობა ყოველ კერძო შემთხვევაში ინდივიდუალურია - რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. მთავარი კურსის ბოლომდე მიყვანაა. ზოგჯერ მშობლები არტაშანს ორთოპედთან შეუთანხმებლად ხსნიან - ეცოდებათ შეწუხებული ბავშვი და ფიქრობენ, რომ დარჩენილი 2-3 კვირა არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში კი ამ დროს ყოველი დღე მნიშვნელოვანია.
-    თუ ჩვილს პათოლოგია 4 თვის შემდეგ აღმოაჩნდა, უკვე სტაციონარული მკურნალობაა საჭირო. ამ დროს რბილ დაჭიმვას მიმართავენ, რაც საბოლოოდ სახსრის ნორმალურ ან თითქმის ნორმალურ მდგომარეობას აღადგენს. ასეთ პოზიციაში სახსარს არტაშნით ან თაბაშირის ნახვევით აფიქსირებენ. დაჭიმვის პროცესი შეიძლება 3 კვირაში დასრულდეს, რის შემდეგაც აუცილებელია სახსრის ფიქსაცია 3-4 თვით.
ამ საკითხში უკეთ გარკვევისათის გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე თინთინ ქორიძის სტატიას  „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია “
http://www.mkurnali.ge/component/content/article/24-2008-10-13-11-42-45/455-2009-01-23-09-25-37.html


კომენტარები
26 მაისი 2016 22:00
გამარჯობათ.გთხოვთ გასაგები ენით განმიმარტოთ ჩემი შვილის დიაგნოზი.არის 24წლს ბიჯი.რედგენის სურათის დასკვნასვერ ვიგებ.,,ტაბუხის ფოსოს თაღები დისპლაზიური,მეტად მარცხნივ,სასახსრე ნაპრალები მცირედ დავიწროებულია,ვლინდება ტაბუხის თაღების სუბქონდრალური სკლეროზი.თავების მცირე ლატეროპოზიცია,შენტონის ხაზები მცირედ დარღვეულია მეტად მარცხნივ.მადლობა წინასწარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად