ძალიან გთხოვთ ამიხსენით რა განსხვავებაა მაწონსა და... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

07-12-2013

-ძალიან გთხოვთ ამიხსენით რა განსხვავებაა მაწონსა და კეფირს შორის,და რომელი უფრო ეფექტურია წონის დასაკლებად??თუ დიეტაში კეფირი წერია,მისი მაწვნით ჩანაცვლება არ შეიძლება?? გმადლობთ

პასუხი
-რძემჟავა პროდუქტები იყოფა ორ ჯგუფად: მხოლოდ რძემჟავა დუღილის პროდუქტებად და შერეული - რძემჟავა და სპირტოვანი - დუღილის პროდუქტებად.
პირველ ჯგუფს ეკუთვნის მაწონი, იოგურტი, არაჟანი, ხაჭო, აციდოფილური რძე, მეორეს - კეფირი, კუმისი.
კეფირი პრობიოტიკების შემცველია (ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე და ნივთიერებათა ცვლაზე) .
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მასში ალკოჰოლის მცირე შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ბავშვებისა და ეპილეფსიით დაავადებულთათვის. ამასთან , კეფირი ხასიათდება სუსტი საფაღარათო ეფექტით, და ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დიარეისადმი, უნდა შეზღუდონ კეფირის მოხმარება;
თუ დიეტაში კეფირია მითითებული, სრული ეფექტის მისაღებად გირჩევთ კეფირი გამოიყენოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად