, 5 თვის გოგო მყავს, ვმუშაობ და დილიდან 6 საათამ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

26-11-2013

-გამარჯობა, 5 თვის გოგო მყავს, ვმუშაობ და დილიდან 6 საათამდე მყავს ხელოვნურ კვებაზე, საღამოს და ღამის საათებში ბუნებრივზე. რის დამატებას მირჩევდით და როდიდან? წინასწარ მადლობა

პასუხი

-5 თვის ასაკში დედის რძე ან ადაპტირებული რძის ნარევი რჩება პატარას ძირითად საკვებად, ამას გარდა აუცილებელია, რომ მან საკმარისი რაოდენობით მიიღოს ვიტამინები, განსაკუთრებით B და C.
ბავშვს უკვე შეგიძლიათ დაუმატოთ ხილის წვენები და ხილი-ბოსტნეულის პიურე. დასაწყისში ხილ-ბოსტნეულის პიურე მიეცით 1-2 ჩაის კოვზის ოდენობით, შემდეგ კი გაუზარდეთ 140-150 გრამამდე. რაც შეეხება წვენებს, მან უნდა მიიღოს იგი 20 მლ-მდე დღეში, შემდეგ შეგიძლიათ ცალ-ცალკე მისცეთ ხილის პიურე და ცალკე ბოსტნეულის.
მისი მენიუ ასე უნდა გამოიყურებოდეს: 6.00-7.00 _ ადაპტირებული რძის საკვები. 10.00-10.30 _ 150 გრამი ბოსტნეულის პიურე, 30 გრამი ფაფა, ან ხაჭო, ნახევარი მოხაშული კვერცხის გული (იწყება მერვედი ნაწილიდან და კარგად ატანის შემთხვევაში იზრდება ნახევრამდე). 14.00 – ადაპტირებული რძის ნარევი. 17.00-18.00 150 გრამი ფაფა, 30 გრამი ხილის წვენი. 21.00-22.00 ადაპტირებული რძის ნარევი.
ეს სქემა მიახლოებითია. კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება. ინფორმაციისთვის! დამატებითი საკვების მიღებას თან ახლავს გარკვეული რისკფაქტორები. კერძოდ, გასათვალისწინებელია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხეულის მასა, გარემოს ტემპერატურა ანუ წელიწადის დრო და ა.შ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად