მაინტერესებს გულის სტიმულატორი და ელექტროდეფიბრილა... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

25-11-2013

-მაინტერესებს გულის სტიმულატორი და ელექტროდეფიბრილატორი ერთი და იგივეა ? დედაას ზოგი ექიმი ეუბნება გულის სტიმულატორი გაიკეთეო ზოგიც ელექტროდეფიბრილატორიო. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-    ეს სრულიად განსხვავებული საშუალებებია.
-    სტიმულატორის, ანუ რიტმის წამყვანის ანუ პეისმეკერის ჩანერგვა არითმიის მკურნლობის ერთერთი მეთდია, რომელიც გულს შეკუმშვების სწორი რიტმი უწესებს. ეს აპარატი ლავიწქვეშ მაგრდება, ელექტროდები კი ვენის გავლით მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭში შეჰყავთ. წინათ თუ ამ მოწყობილობას მხოლოდ სინუსური კვანძის სისუსტისა და წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადის დროს იყენებდნენ (როცა პულსი სულ 30-40-ს აღწევდა), სადღეისოდ მისი დანიშნულების არეალი საგრძნობლად გაფართოვდა.
-    რაც შეეხება დეფიბრილატორს, ეს არის  ეფექტური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც იხსნება პარკუჭთა ფიბრილაცია. მათ, ვინც პარკუჭთა ფიბრილაციის რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნება, უნერგავენ იმპლანტირებად კარდიოვერტერდეფიბრილატორს.  ხელსაწყო განუწყვეტლივ აკვირდება გულის მუშაობას და როგორც კი სახიფათო ნიშნებს აღნუსხავს, ელექტროდარტყმით ნორმის ფარგლებში აბრუნებს.

კომენტარები
31 მაისი 2015 14:50
დიახ.
26 იანვარი 2015 00:03
ელექტროდეფიბრილატორი ჩადგმა რა ღირს საქართველოში?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად