3 თვის წინ მქონდა ნაადრევი მშობიარობა. გავიკეთე ვი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

22-11-2013

-3 თვის წინ მქონდა ნაადრევი მშობიარობა. გავიკეთე ვირუსებზე ანალიზი და ციტომეგალო ვირუსის IgG მაქვს 2.9 (რუხი ზონა: 0.85-1.05). ქლამიდია ტრახომატის IgG 0.9 (რუხი ზონა:0.85-1.1). ვერაფრით ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს ტიტრები. ციტომეგალო ვირუსი გადატანილი მაქვს უკვე ანუ როგორც დავუშვათ წითელა, და აღარც განმეორდება და აღარც მკურნალობა არ უნდა ? ქლამიდიის პასუხი არც დადებითი და არც უარყოფითი რომ არ არის რა ანალიზი შეიძლება გაკეთდეს დამატებით რომ გაირკვეს არის თუ არა ? დავუშვათ რაღაც დნმ ტესტი არსებობსო გავიგე. ან ჩემმა მეუღლემ რომ გაიკეთოს ანალიზი და არ აღმოაჩნდეს ესეიგი მეც არ მაქვს ამას უნდა ნიშნავდეს ხომ(ვინაიდან ეს სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია). გმადლობთ წინასწარ ყველა ჩემი პასუხის დაკმაყოფილებისთვის.

პასუხი

პასუხობს მე-11 ქალთა კონსულტაციის მეან - გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქეთევან ქარქაშაძე

-    ქლამიდია ჩათვალეთ რომ არ არის. ციტომეგალოვირუსის ტიტრი უმნიშვნელოდ მომატებულია, თანაც G არის ქრონიკული ფორმა, მკურნალობას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ეს ვირუსები არ ტოვებს მდგრად იმუნიტეტს და თავიდან დასნებოვნება შესაძლებელია. თუ რომელიმე პარტნიორის სისხლში არ აღმოჩნდა ვირუსი ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მას ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ორგანიზმი მთლიანად განთავისუფლდა ვირუსისაგან.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად