ექიმო, უკვე 2-3 წელია, ასეთი რამ მემართება, ზოგჯე... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

22-11-2013

-გამარჯობათ ექიმო, უკვე 2-3 წელია, ასეთი რამ მემართება, ზოგჯერ როცა რაღაცა შემთხვევა მოხდება, (როცა პირველად ხდება) ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს სადღაც უკვე მოხდა, მაგალითად დავინახავ ადამიანს ვინმეს პირველად და ისე გრძნობა მაქვს თითქოს მე მას სადღაც ვიცნობდი, რისი ბრალია ეს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ან რამეს რომ გავაკეთებ, ან ვიტყვი, ისეთი გრძნობაა, თითქოს ეს ვიცოდი რომ ასე უნდა გამეკეთებიანა, ასე უნდა მომხდარიყო, რისი ბრალია ან რისი მიზეზია ხომ ვერ მეტყვით? სხვას ვკითხე რჩევა და მიპასუხა წინა ცხოვრების გამეორებააომ თქვენ რას მეტყვით?

პასუხი

-დეჟავიუს ფენომენი  ნაკლებადაა შესწავლილი, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ეს ტერმინი მე-19 საიკუნეში  გამოიყენა ფრამგმა ფსიქოლოგმა ემილ ბუარაკმა.  «Déjà vu» ფრანგულიდან რომ ვთარგმონოთ, უკვე ნანახს ნიშნავს. ამრიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ბოლო გამოკვლევებიღ  დადგინდა, რომ  დეჟავიუს ეფექტის აღმოცენებაში პასუხისმგებელია  თავის ტვინის გარკვეული უბანი- ჰიპოკამპი. სწორედ აქ არის სპეციალური ცილები, რომელბიც პასუხისმგებელნი არიან, რომ მომეტალურად გამოიცნონ

დეჟავიუს  მოვლენა არის მეხსიერების ცხუ გამოვლინებები - ტვინის მუშაობაში, უფრო სწორად მისი განსაზღვრული უბნის მუშაობაში, ხდება დაღვევები და იგი უცნობის ნაცნობად აღიქვამს. ცრუ მახსოვრობას ასაკობრივი პიკიც აქვს- 16-18 და 55-40 წელი. 16-18 წლის ასაკში დეჟავიუ აიხსნება  მოზარდობის ასაკში ემოციების მოზღვავებით, იმით, რომ მოზარდები გადაჭარბებულად აფასებენ მოვლენებს, მათ არ აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება. მეორე პიკი მოდის ასევე გარდატეხის ასაკზე - ეს უკვე ე.წ. საშუალო ასაკის კრიზია. მაგრამ ამ ასაკში დეჯავიუს მომენტები  ნოსტალგიის მომენტებია, ანუ  წუხილია წარსულზე, სურვილია დაბრუნდე 20 წლით უკან. ამ ეფექტს შეიძლება უწოდო  მახსოვრობის,,ტყულილი“, რადგან მოგონებები შეიძლება იყოს არა რეალური, არამედ სავარაუდო, წარსული წარმოდგენიალი იყოს იდეალურ დროდ, როცა ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო.

ფსიქიატრები დეჟავიუს ფსიქოლოგიური დარღვევებს აწერენ, მაშინ თუ ის ძალინ ხშირია და ჰალუცინაციის ხასიათს ატარებს. სხვათაშორის, ტვინის ზოგიერთი დაავადების დროს, მაგალითად, ეპილეფსიის დრიოს, დეჟავიუ რამდენადმე ხშირია, ვიდრე ჯანმთაელ ადამიანებში. ექიმები იმიასაც აღნიშნავენ, რომ დეჟავიუს ადგილი აქვს მახსოვრობის სხვადასხვა დარღვევების დროს. თუ დეჟავიუ ხდება პრობლემა, უშლის ადამიანს ცხოვრებაში, მაშინ უმჯობესია, რომ ექიმს მიმართო.

ერთი სიტყვით, დეჟავიუ ეს არის მახსოვრობის გარკვეული დარღვევა, რომელიც უკავშირდება  თავის ტვინში ბიოქომიურ  ცვლილებებს. მან შეიძლება დიდი უსიამოვნება არ მიაყენოს ემოციას და მხოლოდ ხანმოკლე  ემოციური დაძაბვა გამოიწვიოს. თუ დეჟავიუ დიდი დისკომფორს უქმნის ადამიანა, აუცილებელია ექომთან ვიზიტი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად