აბუსალათინის ზეთი,ქაცვის ზეთი,ზეთოვანი A ვიტამინი,... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

20-11-2013

-აბუსალათინის ზეთი,ქაცვის ზეთი,ზეთოვანი A ვიტამინი,E ვიტამინი.ეს ნიღაბი შეიძლება რო ცხიმიანი თმისთვის გამოვიყენო?და არამხოლოდ თმის ცვენისთვის არამედ თმის გამასაჯანსაღებლადაც მინდა და რამდენად ეფექტურია?და მთლიანად თმაში უნდა შევიზილო?

პასუხი

-თავდაპირველად აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ თუ თმები გცვივათ, პირველ რიგში უნდა დადგინდეს მიზეზი და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს. რაც შეეხება ნიღაბს, რომელიც აბუსალათინის ზეთს შეიცავს ასე მზადდება:
* აურიეთ ერთმანეთში 2-2 ჩაის კოვზი დიმექსიდი, ზეთოვანი ა და ე ვიტამინები, 1 ს.კ აბუსალათინის ზეთი და ლიმონის წვენი. წაისვით თმებზე და თავის ქალაზე, პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ თავი, ზემოდან ქუდი დაიფარეთ და ერთი საათი გაიჩერეთ (ცოტათი წიწკნის შეგრძნება გექნებათ), შემდეგ 2-3-ჯერ ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაკეთება.
* 2 ს.კ. ხახვის წვენი და 2 ს.კ აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმებზე. თავი შეიფუთეთ 30-40 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ;
*1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, 1 ს.კ. თხევადი საპონი და 1 ჩ.კ. ალოეს წვენი შეათბეთ ორთქლზე და შეიზილეთ თმის ძირებში. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ წყალი, რომელშიც უნდა გაურიოთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი(1 ლიტრ წყალზე);
* ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზელეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
* აიღეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეურიეთ 1 ამპულა D ვიტამინი და შეიზილეთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე. მე-4 დღეს დაიბანეთ თავი 2 კვერცხის გულით. ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა თავიდან გაიმეორეთ.
რაც შეეხება თმის ცხიმიანობას, გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ლალი ჩხიკვაძის სტატიას როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას“,
http://mkurnali.ambebi.ge/kosmetologia/3169-rogor-movuaroth-ckhimian-thmas.html
გისურვებთ წარმატებებს!

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად