ჩემს წლინახევრის ვაჯს ძალიან უყვარს შაქარი.ითხოვს ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

20-11-2013

-ჩემს წლინახევრის ვაჯს ძალიან უყვარს შაქარი.ითხოვს გამუდმებით.ვაძლევთ ცოტ ცოტას დგის მანძილზე 2 3ჩაის კოვზს.რით შეიძლება იყოს გამოწვეული და არი ტუ არა საშიში ბავშვისთვის.

პასუხი
-ბავშვის მზარდ ორგანიმზს სჭირდება ნახშირწყლები - ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო. რაც უფრო აქტიურად იზრდება პატარა, მით უფრო მეტად ეტანება ტკბილეულს. ასე რომ, აკრძალვა სარგებლობას ვერ მოგვიტანს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რაოდენობა არ აჭარბებდეს ნორმას. სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველდღე უნდა იღებდეს 30-40 გ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ეს შეესატყვისება ორ ცალ პეჩენიას ან ვაფლს, ერთ ცალ ზეფირს, სამ ცალ შოკოლადის კანფეტს. ტკბილეული მიეცით შუადღისას. საუზმეზე აუცილებლად დაალევინეთ ტკბილი ჩაი. თუ სადღესასწაულო სუფრაზე პატარამ ზედმეტად ჩაიტკბარუნა პირი, მეორე დღეს ჯობს ტკბილეულის გარეშე დატოვოთ. დღეში 100-120 გ ნაყინი ნებადართულია, თუ ბავშვს არ აქვს ზედმეტი წონა ან სანაღვლე გზების დისკინეზია. იგი აკაჟებს ცხვირ-ხახას, აყალიბებს შეუვალობას გაციების მიმართ. გემრიელია და სასარგებლო თეთრი და შავი შოკოლადი თხილითა და ქიშმიშით. ის შეიძლება მისცეთ ნავახშმევს, ჩაისთან ერთად. კარამელს, საწუწნ კანფეტებს და ტკბილ ბამბას უმჯობესია არ მიაჩვიოთ - ეს უბრალოდ გამდნარი შაქარია. ასეთი ტკბილეული ხელს უწყობს ჭარბი წონის განვითარებას და აფუჭებს სარძევე კბილებს. მიაჩვიეთ ბავშვი ტკბილეულის ჭამის შემდეგ კბილების გახეხვას.
ამონარიდი თინათინ ქორიძის სტატიიდან „ბავშვის რაციონის კორექცია“
http://www.mkurnali.ge/pediatria/3653-bavshvis-racionis-koreqcia.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად