. მაინტრესებს რა დიეტა უნდა დაიცვას ავადმყოფმა ლიპ... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
16-11-2013

-გამარჯობა. მაინტრესებს რა დიეტა უნდა დაიცვას ავადმყოფმა ლიპიდური ცვლის დარღვევის დროს ?

პასუხი

-იხ. ამონარიდი ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ნინო ჩარგეიშვილის სტატიიდან „სამკურნალო დიეტები

ათეროსკლეროზი (დიეტა 10C-)
გულის, თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, ათეროსკლეროზის ფონზე მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს და ინფარქტის შემდგომ პერიოდში გამოჯანმრთელებამდე იკრძალება: ხორცისა და თევზის ნახარში, ცხოველური ცხიმი, გულ-ღვიძლი, მჟაუნა, ისპანახი, ერბოზელილი და ცხიმიანი ცომეული, მწარე, ცხარე და მლაშე კერძები, სუნელები, კაკაო, შოკოლადი, ალკოჰოლი. ნებადართულია: უმარილო, დაღერღილი მარცვლეულის პური, ვეგეტარიანული წვნიანი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული მჭლე ხორცი და თევზი, მრგვლად მოხარშული კვერცხი და ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ახალი რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო, ცოცხალი და მოხარშული ბოსტნეული, ხილი, ბურღულის ფაფა, მცენარეული ზეთი, ბაცი ჩაი, ხილის, ბოსტნეულის წვენები. სანიმუშო მენიუ:
1.
საუზმე - შვრიის ფაფა, მრგვლად მოხარშული კვერცხი და ჩაი
სამხარი - გახეხილი ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით, ასკილის ნახარში
სადილი - ბოსტნეულის წვნიანი, პომიდვრისა და არაჟნის სალათი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, კარტოფილის პიურე, ხილის წვენი
ნასადილევს - ვაშლი
ვახშამი -კენკრის მორსი, ჩირი
ღამით - მაწონი
2.
საუზმე - უცხიმო ხაჭოს პუდინგი, წიწიბურას ფაფა, ჩაი
სამხარი - ვაშლი
სადილი - ბოსტნეულის წვნიანი მცენარეული ზეთითა და ცოტაოდენი ქერით, ორთქლზე მომზადებული დაბეგვილი ხორცი, მოშუშული სტაფილო, კომპოტი
ნასადილევს - ასკილის ნახარში
ვახშამი - ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, მოხარშული თევზი რძის სოუსით, მოხარშული კარტოფილი, ჩაი
ღამით - მაწონი“

http://www.mkurnali.ge/dietologia/1213-samkurnalo-dietebi.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად