,,დუნდულებზე გამიჩნდა ცელულიტე...მაინტერესებს რამდ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

15-11-2013

-გამარჯობათ,,,დუნდულებზე გამიჩნდა ცელულიტე...მაინტერესებს რამდენად ეფექტურია ე,წ მასაჟორი,,,ვერსად ვერ ვნახე აფტიაქში, მხოლოდ ორიფლეიმსი და ეივონსი იყო გამოწერით,,რამდენად ეფექტურია და როგორ უნდა გავიკეთო და შეიძლება თუარე ყოველდღე გავიკეთო და როგორ,,დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი

-ცელულიტი არის კანის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვისაა დამახასიათებელი. ის ვითარდება 20-25 წლის ასაკში. მუცლის, თეძოების, დუნდულების, მხრების არეში ჩანს ჩავარდნები და სილუეტის ფორმები იცვლება. ასაკის მატებასთან ერთად ეს ცვლილება უფრო შესამჩნევი ხდება.
ცელულიტის განვითარების მიზეზი შემდეგია: გენეტიკური მიდრეკილება, პერიფერიული სისხლმომარაგების დარღვევა, ჰორმონული დარღვევები, კვების რეჟიმის დარღვევა, არაჯანსაღი და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი.
ცელულიტის მკურნალობის უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ეფექტის მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, დაუზოგავი შრომა და დრო. რამდენიმე დღეში შედეგის მიღწევა შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას _ საქმე მხოლოდ კალორიების შემცირებაში არ არის, მთავარია ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნა.
დიდი მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობას - დღეში 2 ლიტრი სითხე მაინც უნდა მიიღოთ. განსაკუთრებულად სასარგებლოა მწვანე ჩაი, რომელიც დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. ასევე მნიშვნელოვანია კვების მენიუს ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრება
მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის სპორტი.
ყველაზე სასარგებლო ვარჯიშებია - სირბილი, ცურვა, ასევე მსუბუქი დატვირთვა ტრენაჟორებზე.
შემოგთავაზებთ ცელულიტის საწინააღმდეგო რამდენიმე ვარჯიშს:
-დაჯექით ხალიჩაზე, წელი გამართეთ, გაიკეთეთ დოინჯი, ფეხები გაჭიმეთ. გადაადგილდით საჯდომის მეშვეობით, თანმიმდევრობით, მთელი ტანით. ხან ერთ და ხან მეორე ფეხზე დაყრდნობით. გააკეთეთ 10 წინსვლა და 10 უკანსვლა, გაიმეორეთ 3 ჯერ;
-დაწექით მარცხენა გვერდზე, დაეყრდენით მარცხენა ხელის იდაყვს, მარჯვენა გაასწორეთ. აიქნიეთ მარჯვენა ფეხი 25-ჯერ. შემდეგ იცვალეთ მხარე და იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ფეხით ეს ვარჯიშები გააკეთეთ ყოველდღე, 2-3 თვის განმავლობაში.
ახლა რაც შეეხება მასაჟს - ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასაჟისტი იყენებს კრემებს და სპეციალურ გელებს.  
უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე სტატია - „ცელულიტი“. მისამართი
http://mkurnali.ambebi.ge/index.php/kani-kunthebi-dzvlebi/672-2009-02-20-13-57-21.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად