მოგესალმებით. გთხოვთ მიპასუხოთ ჩემს შვილს აქვს გინ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

15-11-2013

-მოგესალმებით. გთხოვთ მიპასუხოთ ჩემს შვილს აქვს გინგივიტი პერიოდულად მკურნალობის მიუხედავად სუნი პირიდან მაინ აქვს ასევე მკურნალობდა შეკრულობას , რომელიც ხანდახან აქვს გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება მიიგოს საღეჭი რეზინი სულ ხომ არ უნდა ღეჭოს გამოსავალი არის რამე . გმადლობთ პასუხისათვის

პასუხი
-თუკი გინგივიტის პრობლემა არსებობს, აუცილებელია მიზეზი იქნას დადგენული. გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები. ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის - კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას. გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია). ის გავლენას ახდენს პაროდონტის ქსოვილთა ფუნქციონირებაზე, მათ ტონუსზე და ხელს უწყობს პაროდონტში ატროფიული პროცესების დაწყებას.
ღრძილების ანთების მკურნალობა ინდივიდულურია და ანთების ფორმის შესაბამისად წარიმართება, ზოგადი მითითებები კი ასეთია: გაუტკივარება, გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ტკივილის გაყუჩება, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, იმუნიტეტის მოძლიერება, ანტისეპტიკა (სავლები, პირის ღრუს აბაზანები), ღრძილების ეპითელიზაციის (შეხორცების) დაჩქარება (სოლკოსერილი, აქტოვეგინი).
ანტიბიოტიკები შეირჩევა ანტიბიოტიკოგრამის შესაბამისად. მათი გამოყენება პათოლოგიური პროცესის აქტივობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. საჭიროებისას მიმართავენ მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებს: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) დენს, კვარცს.
ეს რაც შეეხება გინგივიტს, პირში უსიამოვნო სუნს მეტწილად სწორედ პირის ღრუს დაავადებები იწვევს, სხვა შესაძლო მიზეზებია მწვავე ან ქრონიკული ტონზილიტი ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთება, ამ დროს სუნის მიზეზი ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში დაგროვილი ჩირქია, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანება და სხვა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად