კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია
კატეგორია - კარდიოლოგია
12-11-2013
-გამარჯობათ, კორონარული ანგიოგრაფიით დადგინდა კორონარული სისტემის დიფუზიური ცვლილების ანგიგორაფილული ნიშნები. შემომხვევი არტერიის ანომალური გამოსვლა მარჯვენა კორონარული არტერიიდან. წინა დასწვრივი არტერიის ზომიერი შევიწროება, შემომხვევი არტერიის ოკლუზია. ხოლო არტერიები დაზიანების სქემით შემდეგი სურათია: მარცხენა კორონარული არტერია: 7.შუა 50% შევიწროება და 13. СX დისტალური 100% შEვიწროება. ექიმის დანიშნულებაა შემდეგი: 1. კარდიომაგნილი 75მგ. 1 აბი 1X საღამოს. 2. პლავიქსი 1 აბი 1X დილით; 3. ატროქსი 20მგ. 1 აბი 1X საღამოს. 4. რიზოპროლი 5 მგ. 1/2 აბი 1X უზმოზე. ფინანსების უკმარისობის გამო ვეღარ ვიღებ პლავიქსს და ატროქსს, ამიტომ შევაგროვე შავი კუნელი და ვსვამ ნაყენს, 4 სუფრის კოვზ კუნელზე 1 ლ. ადუღებული წყალი, თბილად შეფუთული ვაჩერებ 1 დღე-ღამე და ვსვამ 1-1 ჭიქას დღეში 3 ჯერ. ზოგჯერ ვურევ ასკილსაც. მაგრამ მითხრეს, რომ წითელი კუნელია გულისთვის სამკურნალო ნაცვლად შავისა. ასევე ყოველდღე სადილზე ვაყოლებ 200 გრამ ღვინოს-სუფთა კახურ ტანინიან საფერავს.გთხოვთ მიპასუხოთ როგორი კუნელის ნაყენი ჯობია დავლიო, როგორი დოზით, განრიგით, ხანგრძლივობით და როგორია მისი დაყენების წესი. კიდევ რას მირჩევთ. მაგალითად ჰომეოპათიური საშუალება-გულის ელექსირი რეკომენდირებულია თუ არა. გმადლობთ
პასუხი
-პლავიქსს და ატროქსს კუნელი და ჰომეოპათიური პრეპარტები ვერ შეგიცვლით. მიმართეთ თქვენს კარდიოლოგს, ეგებ გადახედოს თქვენი მკურნალობის სქემას და დაგინიშნოთ შედარებით იაფი პრეპარატები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
25 მაისი 2011
სახის კანის სიწითლე, თუნდაც დროებითი, ყველაზე ხშირად კაპილარების პრობლემაზე მიგვითითებს.
20 ნოემბერი 2018
სიმსივნისგან 100%-ით ვერც ერთი პროდუქტი ვერ დაგიცავთ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს შეუძლია საგრძნობლად
თუ გინდათ, საყვარელი ნივთი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, სათანადოდ უნდა მოუაროთ. იგივე შეიძლება
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება