რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
09-11-2013
-გამარჯობათ,ვარ მოზარდი.არ ვიცი რამდეად სწორ კატეგორიაში ვსვამ შეკითხვას მაგრამ -ძალიან მჭირდება რჩევა,გადავწყვიტე სახელის გადარქმევა ან შეიძკება ითქვას ოდნავ გარდქმნა(მარიამი,მარია).თუმცა ვერ ვბედავ ამის ხალხში თქმას და თხოვნას რომ ასე დამიძახონ,მეშინია რომ სასცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდები ან იტყვიან რომ "ვძერსკობ" რადგან სახელი არაქართულია.მეგობრებს კი ვუთხარი მაგრამ ვერც ისინი მეძახიან რადგან შეუჩვევლები არიან. მეორე წელს სხვა ქალქში გადავდივარ საცხოვრებლად და იქ ამ სახელით გავეცნობი ყველას მაგრამ ძველ ნაცნობებს რა ვუყო.მითუმეტეს რომ უმეტესობა იმ ქალაქში მყავს.გარდა ამისა პრობლემა ჩემშიცაა.იმის შიშით რომ დაცინვის ობიექტი გავხდები უცნობებს ისევ ძველი სახელით ვეცნობი არადა არ მინდა ასე იყოს,თავს ვარწმუნებ რომ ასე აღარ მოვიქცე მაგრამ კითხვაზე რა გქვია? ბოლო წუთს, ინსტიქტუად(თუ შეუჩვევლობის ან დაცინვის შიშის გამო) ისევ ძველ სახელს ვპასუხობ და მერე ძალიან ვითრგუნები..იქნებ მირჩიოთ როგორ დავამკვიდრო ახალი სახელი ?რა გავაკეთო რომ ხალხმა ეს ბუნებრივად მიიღოს და შეეჩვიოს.და მეც სულელივით ისევ ძველ სახელს არ გავიძახოდე.მართლა ძალიან ვდარდობ . ბოდიშს ვიხდი რომ კარგად ვერ ჩამოვაყალიბე შეკითხვა და წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
-რადგან ასე ძალიან გინდათ სახელის შეცვლა უნდა გადადგათ ნაბიჯი და პირველ რიგში მეგობრებასა და ოჯახის წევრებს უნდა აუხსნათ, რომ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სთხოვოთ დაგეხმარონ სურვილის ასრულებაში და დაგიძახონ ის სახელი, რომელიც თქენ გსურთ. თუ გაეცინებათ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და დაცინავად ნუ მიიღებთ ამას. აუხსენით, რომ ახალი სახილი თქვენთვის მეტად მნისვნელოვანია.
ჩვენ არ ვიცით  თუ რატომ გინდა სახელი (მითუმეტეს ასეთი მშვენიერი სახელის) შეცვლა , მაგრამ აუცილებად უნდა გითხრათ, რომ სახელი პიროვებას უკეთეს ვერ გახდის და ვერც სხვას შეუცვლის მასზე წარმოდგენას. მაგრამ რადგან თქვენ თვლით, რომ ეს თქვენთვის მეტად მნიშნელოვანია, არ არის პრობლემა, ამაში დახმარება (როგორც ზემოთ გითხარით) სთხოვეთ ახლობლებს და ეს საკითხი დროთა განმავლობაში მოგვარდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის