!ჩემი შვილი მე-7 თვეშია, 6 თვე ბუნებრივ კვებაზე იყ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

08-11-2013

-გამარჯობა!ჩემი შვილი მე-7 თვეშია, 6 თვე ბუნებრივ კვებაზე იყო, რძე მაქვს, რადგან ვუწყობ ხელს რომ გამომიმუშავდეს, ჩაი, სუფი, ფაფები...პედიატრმა მითხრა, რომ აუცილებელია 6 თვის შემდეგ დანამატი (სუფი, ნუტრილონის ფაფა ბანანის და გარგარის არომატით და ხილი 30გრამი)რა შეიძლება დავუმატო მე-7 თვიდან?დიდი მადლობა!

პასუხი
-7თვის ბავშვმა საკვები დღეში ხუთჯერ უნდა მიიღოს, ყოველ ოთხ საათში ერთხელ. 7-8 თვის ასაკში ბავშვის რაციონს ემატება მაწონი, ორცხობილა,  სუფები. მაწონი, სასურველია, დამზადებული იყოს რძის ფხვნილზე ქარხნული წესით, ორცხობილა დაამზადეთ შინ. უახლესი მონაცემებით, ხაჭო და მაგრად მოხარშული კვერცხის გული ბავშვმა შეიძლება მიიღოს 7 თვის ასაკიდან რძეში, ფაფაში ან ბოსტნეულის პიურეში გასრესილი სახით (თუ ალერგია არ აღენიშნება).
დილით ძუძუთი კვება ან ადაპტირებული რძის ნარევი, მეორე კვებაზე ფაფა, მესამეზე ბოსტნეულის წვნიანი და ხორცი (ბულიონი ჯერ ადრეა, თუმცა თუ ბავშვი მას უკვე იღებს, შეგიძლიათ განაგრძოთ, გაითვალისწინეთ, რომ ბულიონის რაოდენობა არ უნდა იყოს 40-50 მლ-ზე მეტი, ის უნდა იყოს მეორე ნახარში, დანარჩენი სითხე კი უნდა იყოს ბოსტნეულის ნახარში); მეოთხე და მეხუთე კვება უნდა იყოს რძე. მაწონი, შეიძლება ის მიიღოს მეოთხე კვებაზე. ხილი შეიძლება როგორც კვებათა შორის, ასევე ჭამის დამთავრებისას.
შეურჩიეთ თქვენს პატარას ამ მენიუდან ის, რაც მას ყველაზე მეტად მოეწონება და თანდათან გაუმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით.
ამ ასაკის ბავშის კვების შესახებ რჩევებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე სტატიიდან "პირველი დამატებითი საკვები - ბოსტნეულის პიურე"
http://www.mkurnali.ge/pediatria/3065-pirveli-damatebithi-sakvebi-bostneulis-piure.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად