რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა.მაქვს მელოგინეობის პერიოდი, არეული მაქვს კუჭის მოქმედება,თითქმის 4-5 დღე ვერ გავდივარ კუჭში. იქნებ მირჩიოთ რაიმე უსაფრთხო წამალი.ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე. წინასწარ გიხდით მადლობას .
პასუხი
-მშობიარობის შემდგომ პერიოდში ყაბზობა იშვიათი შემთხვევა არ არის. მისი გამომწვევი მიზეზებია: ჰორმონული ფონის მკვეთრი ცვლილება, მუცლის პრესის კუნთების მოდუნება, გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა ნაწლავებზე, ნაწლავების გადაადგილება მუცლის ღრუში (ისინი თანდათან უბრუნდება ჩვეულ მდებარეობას 6-8 კვირის განმავლობაში), გაჭინთვის შიში (ნაკერებისა და ჰემოროის გამო), არარაციონალურად შერჩეული მენიუ, მეძუძური დედის ფსიქოლოგიური გადაძაბვის ფაქტორი. უნდა მოწესრიგდეს რაციონი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს. ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში. ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს: კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენიც. მედიკამენტებიდან მეძუძურთათვის დასაშვებია დუფალაკი.