,ვიმშობიარე 10 ივნისს, ბავშვი მყავს ხელოვნურ კვება... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

02-11-2013

-გამარჯობა,ვიმშობიარე 10 ივნისს, ბავშვი მყავს ხელოვნურ კვებაზე, დაახლოებით ორი თვეა დამეწყო საშინელი თმის ცვენა, დავლიე კერკავიტი,,ხან ჭინჭრის ნაყენს ვივლებ თავზე ხან დაფნის,არაფერი არ მშველის,ძალიან გთხოვთ იქნებ რამე მირჩიოთ?

პასუხი
-თმის ცვენა განსაკუთრებით ინტენსიური ხდბა მშობიარობიდან 2-4 თვის შემდეგ, როდესაც ჰორმონული ფონი იწყებს გაწონასწორებას.  ქალებს, რომლებიც წლამდე აწოვებენ ძუძუს, თმა ისე ძლიერ არ სცვივათ, როგორც იმ ქალებს, რომლებიც ძუძუს არ აწოვებენ. თმის ცვენა, ჩვეულებრივ, სრულდება მშობიარობიდან 3-6 თვის შემდეგ და ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ თუ თქვენს ორგანიზმს არ ჰყოფნის კალციუმი, ცილა, ვიტამინები, ასევე, სტრესი, ქრონიკული დაღლილობა, ანემია თმის ცვენის პროცესს ახანგრძლივებს.
თუ თმის ცვენა ძლიერია, გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ასევე სასურველია, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ანემიის გამოსარიცხად. აღნიშნული პათოლოგიების არარსებობისას მიმართეთ ტრიქოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად