, უკვე თითქმის 1 თვეა მაწუხებს თავის ტკივილი ., დ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

01-11-2013

-გამარჯობათ , უკვე თითქმის 1 თვეა მაწუხებს თავის ტკივილი ., დღე არ გავა როო არ ამტკივდეს , მაგრამ განა დიდი ხნით . წამიერად მტკივდებაა და მივლის , ცოტახნის მერე ისევ ისე შვება , თან თითქმის ერთიდაიგივე ადგილას .. რისი ბრალი შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვით ?

პასუხი
-თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.
4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია. მას ეკუთვნის: კისრის მალების ოსტეოქონდროზი; ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება; მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი); მეტაბოლური მოშლილობები (ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, დიალიზი და სხვა); ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია,  ჰიპოთირეოიდიზმი,  წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება); თავის ქალას, კისრის, თვალის, ყურის, ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების, კბილების, პირის ღრუს პათოლოგიები.
თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად მიმართავენ თავის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც სპეციალისტს თავის ტვინში მიმდინარე ორგანული თუ არაორგანული ცვლილებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას აწვდის. ტარდება ანგიოგრაფია, სისხლის ანალიზი. ზოგჯერ საჭირო ხდება ოკულისტის კონსულტაცია, რადგან თვალის ფსკერის გამოკვლევით ამ მხრივ საკმაოდ ძვირფასი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ოტოლარინგოლოგის, სტომატოლოგის კონსულტაცია და ზოგიერთი სპეციალური გამოკვლევის ჩატარება.
ამ საკითხში უკეთ გარკვევისათვის გაეცანით ჩვენს ვებ გერდზე  სტატიას „თავის ტკივილი"
http://www.mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/1633-2009-11-19-19-07-42.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად