ჩემი პატარა ორი თვისა უკვე,ძირითადად ძუძუს ჭამს, ხ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

01-11-2013

-ჩემი პატარა ორი თვისა უკვე,ძირითადად ძუძუს ჭამს, ხანდახან, უფრო ღამით, დამატებით სელია ექსპერტს 1საც ვაძლევ. ნერვოპათოლოგთან მყავდა და ყველაფრით ჯამთელი და ძლიერი ბავშვია, მაგრამ ძალიან მტირალააა, ღამეც არ იძინებს, სულ ხელში უნდა ჭერა. მთელი ღამე რომ ღვიძავს მერე სულ ჭამა უნდა, საზომი არ იცის ძღომის,მერე ბრაზდება და ოდნავ გამოწოვილ ძუძუს პირში აღარ იდებს. ყურები არ სტკივა, არც მუცელი, გაზებიც არ აწუხებს, კუჭის მოქმედება კარგი აქვს. ცუდი ზნისაა და მიზეზიც ეგ არისო ყველა მაგას ამბობს.რა წამალი აღარ ვცადე, არაფერმა არ დააწყნარა.ბოლოს ექიმმა ბონ-ნიუ გამოუწერა დიდი სიფრთხილით, ძილის წინ 15 წვეთი, 20იც მივეცი, მაგრამ რეაგირება არ აქვს და აგარ ვაძლევ, არ მინდა ბავშვმა ამდენი წამლები მიიღოს, თან მეცოდება, ორი თვისაა და ერთი ღამე არ უძინია, არც დღე ძინავს მაინცდამაინც. გამიგია რო ბავშვი ძილში იზრდებაო. მატება კი კარგი აქვს, 2950 დაიბადა, 50 სმ და ახლა 6 კილომდეა და ერთი თვისა უკვე 57 სმ იყო. თქვენი აზრი მაინტერესებს ჩემს გასაჭირთან დაკავშირებით, რას მირჩევთ. მე თვითონ ძალა აღარ მაქვს უკვე, 2 თვეა თვალი არ მომიხუჭავს. ძალიან მიჭირს...

პასუხი
-ღამის ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი, თუ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ არსებობს, საწოლი ოთახის თბილი და გამომშრალი ჰაერია. ეცადეთ, პატარას დღის განმავლობაში ძილი ოდნავ დააკლოთ. წლამდე ასაკის ბავშვმა დილის 6-დან ღამის 22 საათამდე 2-4-ჯერ უნდა იძინოს, ჩვენ კი გირჩევთ, ერთი ძილი გამოტოვოთ, ოღონდ არა წინას გახანგრძლივების ხარჯზე. მაგალითად, თუ ბავშვს დღეში სამჯერ 2-2 საათი სძინავს, დააძინეთ ორჯერ, მაგრამ არა 3 საათით. თუ ძილი მოერია, აქტიურად გაართეთ. მაქსიმალურად გაუხანგრძლივეთ დრო მომდევნო დაძინებამდე და გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ენერგია დაახარჯვინეთ - ასეირნეთ, ათამაშეთ, ავარჯიშეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტად თბილად არ ჩააცვათ. ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად. საწოლი ოთახი წინასწარ მოამზადეთ - გაანიავეთ, დაალაგეთ სველი წესით. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70% სინოტივე. ასევე კარგია ძილის წინ თბილი აბაზანა.
ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა. საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ პედიატრთან კონსულტაციის ჩატარებაც და საჭიროების შემთვევაში, ბავშვთა ნევროპათოლგთან ვიზიტიც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად