დიდი მადლობა პასუხებისთვის! ჩემი სამიწლის ბიჭი,ძაა... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

31-10-2013

-დიდი მადლობა პასუხებისთვის! ჩემი სამიწლის ბიჭი,ძაან ჯიუტია,რასაც იტყვის უნდა რომ თავისი გაიტანოს,არ ესმის არ შეიდძლება არ ქნა,ან ეს ცუდი საქციელია! არც დაყვავებით და არც ჩხუბით, აღარ ვიცი მასთან როგორ მოვიქცე, და ეს სიჯიუტე როგორ მოვაშლევინო.ხომ არ შეიძლება ბავშვს ყველა თავისი სურვილი გაატანინო!

პასუხი
-3 წლიდან ბავშვი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას იწყებს. მე თვითონ! – ამბობს ყველაფერზე. მე თვითონ შევჭამ, ყვირის, როცა კოვზს ხელში კარგად ვერც იჭერს. რომ თავად ჩაიცვამს მაშინ, როცა არ იცის, როგორ ჩაიცვას. როცა უშლიან, ჯიუტობს, ბრაზობს, იბუტება და აღარც ჭამს, აღარც ჩაცმა სურს. ეს უკვე მისი აქტივობაა და არა – ჭირვეულობა. ის სწავლის პროცესშია, ფეხსაცმელს უკუღმა ჩაიცვამს და ასე წამოვა სასეირნოდ. თუ გახდი, არ მოსწონს, სწყინს. ამ დროს ჯობს, პატარა შევაქოთ, მოვუწონოთ საქციელი, ყურადღება გადავიტანოთ სხვა მოვლენაზე და ავუხსნათ, როგორ ჩაიცვას სწორად, მივუთითოთ. მაშინ ბავშვი დაგვიჯერებს.
-მოვექცეთ ბავშვს, როგორც თანასწორს. ის ხომ პიროვნებაა, თავისი ღირსება გააჩნია.
-ზოგჯერ როცა ბავშვი ტირის, უფროსები წინ და უკან დარბიან. მას ხან სათამაშოს, ხან ტკბილეულს სთავაზობენ, ამით კიდევ უფრო უბნევენ ბავშვს თავგზას.
- მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს და მისცეს სურვილის გამოთქმის საშუალება. პატარამ თავისი ნება სიტყვებით უნდა გადმოსცეს და არა ტირილით. ამისთვის კი ერთადერთი მაგალითი არსებობს: მშობლები თვითონ უნდა საუბრობდნენ თავიანთ გრძნობებზე, სურვილებზე ბავშვის თანდასწრებით.
-როცა ოჯახში ბევრნი არიან, რამდენიმე აღმზრდელობითი პოზიციაა და ესეც ცუდად მოქმედებს ბავშვზე. ის ხშირად წინააღმდეგობაში ვარდება. საერთოდ, თუ პატარას რამეს აუკრძალავთ, ნუღარ გადათქვამთ შემდეგ. ხოლო თუ ნებას დართავთ, მოითმინეთ ბოლომდე. სხვა დროს გარშემომყოფები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ, რის უფლებას აძლევენ ბავშვს და რას უკრძალავენ. ოჯახში, სადაც ურთიერთთანხმობა და სიყვარულია, ბავშვის თანდასწრებით არ კამათობენ, ზრუნავენ, რომ ის სიმშვიდეში აღიზარდოს, ისიც ემოციურად გაწონასწორებული, ბედნიერი ბავშვი იზრდება.
-შეეცადეთ დიალოგი აწარმოოთ თქვენს ბავშვთან, და ის აუცილებლად გაგიგებთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად