მოგესალმებით, მაინტერესებს 1 და 7 თვის ბავშვის კვე... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

31-10-2013

-მოგესალმებით, მაინტერესებს 1 და 7 თვის ბავშვის კვების რაციონი როგორი უნდა იყოს? მადლობა

პასუხი
-ამ ასაკის ბავშვის კვება უნდა იყოს უფროსების კვებასთან მიახლოებული. 1 წლის ასაკის ზემოთ პატარა გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მას ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.).
მისთვის დასაშვებია უმი და მოხარშული ხილი, ბოსტნეული, ქათმისა და საქონლის ხორცი. ამ ასაკის ბავშვის რეკომენდებული მენიუ ასე გამოიყურება:
საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილის პიურე.
სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ  მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი.
ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე, ხაჭო ან წვენი. ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი.
დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი.
• ნუ დაივიწყებთ რძეს, 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რძის დღიური ნორმაა 0,7ლ (700მლ).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად