მყავს წლის და 8 თვის ბიჭი,რომელიც ჯერ ისევ ძუძუს მ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-10-2013

-გამარჯობათ,მყავს წლის და 8 თვის ბიჭი,რომელიც ჯერ ისევ ძუძუს მიირთმევს, რათქმა უნდა დამატებებს ყველაფერს ჭამს,მგონი ვარ ორსულად,ჯერ დარწმუნებული არ ვარ.მაინტერესებს რას მირჩევთ,დავანებებინო ძუძუს თავი?რძე მაქვს ძალიან ბევრი,რომც დავანებებინო ორსულობაში როგორ დავიშრო,რადგან თუ არ მოწოვა ძალიან ბევრი მიდგება და მაწუხებს.ძუძუთი კვება ნაყოფს რაიმე ზიანს ხო არ მოუტანს?წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი
-არ არსებობს კატეგორიული სამედიცინო რეკომენდაცია ამ საკითხზე და ორსულობისას მეძუძურობა არც კატეგორიულად აკრძალულია და არც კატეგორიულად რეკომენდებული. შედეგად კი ამ საკითხისადმი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომაა მედიკოსთა შორის - ზოგი ექიმი მიიჩნევს, რომ ორსულობა არ არის მეძუძურობის უკუჩვენება, ზოგსაც მიაჩნია, რომ ორსულისთვის და ნაყოფისთვის არ იქნება სასურველი კიდევ რძით ცილებისა და მიკროელემენტების გაცემა, თანაც ძუძუს წოვების დროს ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს კუმშვადობას აძლიერებს და თუ ორსულს ტონუსი აქვს, დამატებით ძუძუს წოვებისას ტონუსის გაძლიერება არ იქნება მისთვის სასურველი. ალბათ უმჯობესი იქნება ეს საკითხი თქვენს გინეკოლოგთან ერთად გადაწყვიტოთ.
რაც შეეხება რძის გაშრობას, სარძევე ჯირკვლის აქტიურობის პერიოდი მას შემდეგ შეწყდება, რაც ბავშვი აღარ მოწოვს ძუძუს. წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. წოვის შეწყვეტიდან 1-2 დღის განმავლობაში იგრძნობთ სიმძიმეს და რძის მოწოლას მკერდში, შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ. მაგრამ გამოწველის პროცესი განსხვავდება წოვის პროცესისგან - მას არ აქვს ჯირკვლის მასტიმულირებელი ისეთი ეფექტი, როგორიც წოვას. ამიტომ რძე თანდათნ შემცირდება და გაქრება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად