მოგესალმებით, მოკლედ მაქვს 2 კითხვა: I. 23 წლის ვა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

30-10-2013

-მოგესალმებით, მოკლედ მაქვს 2 კითხვა: I. 23 წლის ვარ, ბოლო პერიოდში ძილში ხშირად მემართება ერექცია. ადრეც მქონდა მარა ძაან იშვიათად ეხლა საკმაოდ გახშირდა კვირაში 4-5 ჯერ მაინც.. რისი ბრალია? რამე მაქვს დარღვეული? II კითხვა: მაინტერესებს მოკლედ ასოზე მაქვს 2 "ხვრელი" ერთი საიდანაც ვშარდავ და მეორე ოდნავ ქვევით - ბავშობაში მაქედან მოდიოდა შარდი ეხლა ზევიდან.. და რა არის ეს საერდ? რატო მაქვს ესე? სამომავლოდ დამჭრდება რამე მკურნალობა?? წინასწარ მადლობა პასუხისთვის ველი თქვენს გამოხმაურებას...

პასუხი
-ღამის ერექცია ახასიათებს ყველა ჯანმრთელ მამაკაცს, ყველა ასაკში და დაკავშირებულია თავის ტვინში წარმოშობილი ფსიქოლოგიური მდგომარეობების ეფექტის გათავისუფლება და მათზე კონტროლის მოხსნა, შესაბამისად ფსიქოლოგიური ეფექტების ასახვა ადამიანის ორგანიზმზე. ღამის ერექციის დიდი ნაწილი  80 % ხდება რემ – ძილის ფაზაში. ძილის ეს ფაზა ხასიათდება ყველაზე ღრმა ძილით. 
ღამეში მამაკაცს წარმოეშობა 3-5 ერექცია. ერექცია საშუალოდ გრძელდება 30 დან 60 წუთამდე. ერექციის ეპიზოდები ქვეითდება ასაკთან ერთად.
რაც შეეხება 2 ხვრელს _ სავარაუდოდ საუბარია ჰიპოსპადიაზე, ეს არის თანდაყოლილი დეფექტი. ეპისპადია და ჰიპოსპადია ასოს ყველაზე ხშირი თანდაყოლილი დეფექტები გახლავთ: საშარდე მილის გარეთა ხვრელი იხსნება არა ასოს თავის წვერის ცენტრალურ წერტილში, არამედ ასოს წინა ან უკანა ზედაპირზე, ასოს თავის წვერიდან სხვადასხვა მანძილზე (თავზე, თავისა და სხეულის საზღვარზე, ასოს სხეულზე, სათესლე პარკზე, ბოქვენზე ან შორისზე).
რაც შეეხება მკურნალობას: თუ პათოლოგია მსუბუქი ხარისხისაა, მაგალითად, თავის არეში არსებული ხვრელი არ არის მეტისმეტად წვრილი (ნემსისებური), - ეს, წესისამებრ, არ აბრკოლებს არც შარდვას და არც სპერმის გამოყოფას, შესაბამისად, არც ოპერაცია სჭირდება, უფრო მძიმე ფორმები კი ადრეულ პლასტიკურ ოპერაციას მოითხოვს. მდგომარეობის შესაფასებლად მიმართეთ უროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად