ვარჯიშობ ტრენაჟორულ დარბაზში , ფიზიკური დატვირთვის... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-10-2013

-ვარჯიშობ ტრენაჟორულ დარბაზში , ფიზიკური დატვირთვის რეჟიმში, მაინტერესებს თუ შეიძლება საკვები დანამატის კერძოდ კი პროტეინის ( whey protein ) მაინტერესებს რა უარყოფითი თვისებები შეიძლება გამოიწვიოს , ხალხში გავრცელებული ჭორი ძალიან ცუდად მოქმედებს , მაგალითად პროტეინის მიღების შემდეგ აღარ გექნება ერექცია , გამოიწვევს უშვილობას და ასე შემდეგ, მაინტერესებს ეს ყველაფერი რამდენად შეესაბამება სიმართლეს . დოზის გადაუჭარბებლად მიღება პროტეინის გამოიწვევს თუ არა ამ დარღვევებს მიპასუხოთ თუ შეიძლება მადლობ.

პასუხი
-ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აღენიშნებათ ინდივიდუალური აუტანლობა ცილების მიმართ, ისე როგორც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებაში ხდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციებით და საჭმლის მონელების დარღვევით. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეული იყოს ცილების დამშლელი ფერმენტების არასაკმარისი რაოდენობით ან კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზით. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება საკვებით მოწამვლის სახით და მეტეორიზმით, დიარეით, აბდომინლური ტკივილებით. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი ფერმენტების მიღება, ან პროტეინის დოზის შემცირება.
პროტეინებმა რეალური ზიანი შესაძლებელია მოგიტანოთ თირკმელების დაავადების არსებობის დროს, განსაკუთრებით მათი უკმარისობის შემთხვევაში. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ ბოდიბილდინგში რეკომენდირებული დოზების მოხმარების შემთხვევაში არ ხდება შინაგანი ორგანოების დაზიანება.
გარკვეული გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მამაკაცებში სოიოს ცილების მოხმარების შემთხვევაში, ფიტოესტროგენების შემცველობის გამო, რომელთაც მოქმედება ქალური ჰორმონების - ესტროგენების მსგავსი აქვთ. ზოგ შემთხვევაში სოიოს მიმართ შეიძლება ალერგიული რეაქციების გამოვლენა. უკუჩვენებები შესაძლებელია, თუ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას გლუტენის მიმართ აუტანლობა აქვთ, ამიტომ შეამოწმეთ პროტეინების შემადგენლობა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად