... ბოლო დროს ჩემ შვილს (5 წლისაა) შევამჩნიე რომ ძ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

25-10-2013

-გამარჯობა... ბოლო დროს ჩემ შვილს (5 წლისაა) შევამჩნიე რომ ძილისას კბილებს აღრჭიალებს,აკრაჭუნებს... თავიდან მეგონა რამე ცუდი ხომ არ ესიზმრებათქო, მაგრამ რადგან სისტემატიურად აკეთებს ალბათ სიზმრის გამო არ არის და რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ :)

პასუხი
-ბრუქსიზმის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბრუქსიზმი ჭიებით ინვაზიას უკავშირდებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მეცნიერული მონაცემები არ არსებობს. ბრუქსიზმი უხშირესად ბავშვებში გვხვდება და 7-8 წლის ასაკში თავისთავად გაივლის ხოლმე, თუმცა შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც აღინიშნება უფროსებშიც.
თანამედროვე მონაცემებით ბრუქსიზმის გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება თანკბილვის დარღვევა და ნევროლოგიური პათოლოგიები. თანკბილვის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია, ხოლო ნევროლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ნევროლოგს უნდა მიმართოთ. ბრუქსიზმის ინტენსივობა მატულობს სტრესულ სიტუაციაში.
ძილის დროს კბილების კრაჭუნი, თუ მას თან სდევს პირღია ძილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, პირიდან უსიამოვნო სუნი უზმოზე, ჰელმინთოზს გვაფიქრებინებს.
არსებობს კიდევ ერთი უსიამოვნო ნიშანი, რომელიც ასევე ჭიებით ინვაზიისთვის არის დამახასიათებელი - უკანა ტანის ქავილი. იგი ღამით, ძილის დროს იჩენს თავს. ასეთი ჩივილების დროს საკმაოდ ინფორმაციულია პერიანალური ნაოჭებიდან აღებული ანაფხეკის გამოკვლევა კვერცხების აღმოსაჩენად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად