ვარ 33 წლის მამაკაცი, ერთ დღეს შემაწუხა კუჭის სპაზ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
22-10-2013

-ვარ 33 წლის მამაკაცი, ერთ დღეს შემაწუხა კუჭის სპაზმმა და ტკივილმა, მოწამვლის ნიშნები არ მქონდა, გადავყლაპე ზონდი: აღმომაჩნდა რეფლუქსი და საყლაპავი მილის თიაქარი, ექიმის დანიშნულებით ვიღებ შემდეგ მედიკამენტებს: ნექსიუმი, ბიჯეტრიკი და პანზენორმი, ვჭამ ცოტას და ხშირად, არანაირი შემწვარ მოხრაკული და ცხიმიანი დროდადრო ისევ მაქვს ცოტა სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, თუმცა რაიმე კრიტიკულად არ მტკივა გთხოვთ მიპასუხოთ: რამდენად საშიშია ზემოთ მოყვანილი დიაგნოზი კუჭისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის? ახასიათებს თუ არა მოცემულ დაავადებებს გართულებები? საჭიროა თუ არა მუდმივად დიეტის დაცვა და წამლების მიღება ?

პასუხი
-საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს მოსალოდნელი გართულებები: სისხლდენა და ანემია დიდი ზომის თიაქრის დროს შესაძლოა დაზიანდეს კუჭის ზედა ნაწილი. თუ დაზიანება მნიშვნელოვანია, მოსალოდნელია სისხლდენა, რასაც სისხლის ქრონიკული კარგვის გამო რკინადეფიციტურ ანემიამდე მივყავართ.
კუჭისთვის სისხლის მიწოდების შემცირება ზოგჯერ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი იმდენად დიდია, რომ კუჭის ერთი მესამედი და მეტიც კი დიაფრაგმის ზემოთ აღმოჩნდება. ეს დიაფრაგმასა და ფილტვებზე მნიშვნელოვან ზეწოლას განაპირობებს. მოსალოდნელია გულმკერდის ღრუში გადანაცვლებული კუჭის ნაწილის შემოგრეხა ან მისთვის სისხლის მიწოდების დარღვევა, რასაც გულმკერდის მიდამოს ძლიერი ტკივილი და ყლაპვის გაძნელება მოსდევს. ამ დროს აუცილებელია დაუყოვნებელი ვიზიტი ექიმთან.
არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადება საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ყველაზე ხშირი გართულებაა, თუმცა საშიშია მხოლოდ დიდი ზომის თიაქარი.
ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გარდა გაითვალისწინეთ: საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს ჩივილები უმთავრესად გასტროეზოფაგული რეფლუქსით არის განპირობებული. რამდენიმე წესის დაცვა რეფლუქსით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაში დაგვეხმარება:
საკვები მცირე ულუფებად მიიღეთ. დიდი ოდენობით საკვების მიღება კუჭის გადავსებას იწვევს, ეს კი თიაქრის დროს გულმკერდის არეში დისკომფორტს განაპირობებს.
ერიდეთ ზოგიერთ საკვებს, კერძოდ, ალკოჰოლს, კოფეინიან და გაზიან სასმელებს (ყავას, მუქ ჩაის, კოლას), შოკოლადს, ნიორს, საკმაზებს, პილპილს. ეს ყოველივე ზრდის კუჭის სეკრეციას და ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.
ანთებითად შეცვლილი საყლაპავის ლორწოვანი უკოფეინო ყავამაც კი შეიძლება გააღიზიანოს. რაციონიდან გამორიცხეთ ციტრუსები, ფანტა, ტომატიანი კერძები - მათ მჟავური ბუნება აქვთ და საყლაპავს აღიზიანებენ.
შეზღუდეთ ცხიმიანი საკვები. ის ადუნებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს და აფერხებს კუჭის დაცლას, რის გამოც რეფლუქსის ეპიზოდები ხშირდება.
ნუ წამოწვებით ჭამის შემდეგ. უკანასკნელი ტრაპეზიდან ძილამდე 3 საათი მაინც უნდა გავიდეს. ეს აუცილებელია, რათა მიღებული საკვების ნაწილი წვრილ ნაწლავში გადავიდეს. სხვაგვარად დიდია რეფლუქსის რისკი.
ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად საკვების მიღებისთანავე. 2-3 საათი მაინც დაიცადეთ. შეგიძლიათ, ამ ხნის განმავლობაში ზომიერი ნაბიჯით იაროთ.
დაიკელით წონა. წონის შემცირება მუცლის ღრუში არსებულ წნევას აქვეითებს, რაც საუკეთესო გზაა უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად. თავი ანებეთ თამბაქოს წევას. თამბაქო ხელს უწყობს რეფლუქსს და ამცირებს ნერწყვის ოდენობას, ნერწყვს კი საყლაპავის დამცველობითი ფუნქცია აკისრია.
თუ შესაძლებელია, ნუ მიიღებთ ზოგიერთ მედიკამენტს, კერძოდ, კალციუმის ანტაგონისტებს, ტეტრაციკლინს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (დიკლოფენაკს, ასპირინს, იბუპროფენს), ქინიდინს, თეოფილინს და სხვა.
იძინეთ მაღალ სასთუმალზე ან საწოლის თავი 15-20 სანტიმეტრით აამაღლეთ. ეს რეფლუქსისაგან დაგიცავთ.
ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელიც წელის არეში გიჭერთ - ეს კუჭზე ზეწოლას ზრდის.
ნუ ინერვიულებთ. სტრესი ანელებს კუჭის შიგთავსის გადაადგილებას და ხელს უწყობს რეფლუქსს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად