არსებობს თუ არა დიეტა მეძუძური დედისთვის?პატარა მხ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

22-10-2013

-არსებობს თუ არა დიეტა მეძუძური დედისთვის?პატარა მხოლოდ ერთხელ იღებს ბუნებრივ კვებას და იმასაც გათენებისას 6საათზე.(10დღის მანძილზე ვიღებდი მხოლოდ ბრინჯს და მაწონს და მხოლოდ 1კგ დავიკელი და მაწუხებს უკვე ზედმეტი 10კგ.)იქნებ დამეხმაროთ :(

პასუხი
-თუ განსაკუთრებით მკვეთრი სიმსუქნე არა აქვს პაციენტს, მეძუძურობის პერიოდში დიეტა არ არის რეკომენდებული. ისე კი თუ დაიცავთ არსებულ კვებით რეკომენდაციებს, ნამდვილად აღარ მოიმატებთ. ქვემოთ მოგვყავს მეძუძურის მენიუ. თქვენ შეიძლება მიიღოთ მხოლოდ 200 გრამამედე პურეული, ნაკლებად მიიღოთ კარტოფილი მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
•1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი);
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
ამ თემაზე რჩევების მიღება შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდის სტატიიდან „სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ“
http://www.mkurnali.ge/qali/rchevebi/1340-2009-06-21-19-45-23.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად