რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით! მაინტერესებს საკეისრო კვეთიდან რა დროის შემდეგ არის შესაძლებელი სპირალის ჩადგმა და რა უკუჩვენებები აქვს კონტრაცეფციის ამ ტიპს. ასევე, გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება, თუ არა ლაზერული ეპილაციის გაკეთება, სპირალის ჩადგმის შემთხვევაში. დიდი მადლობა.
პასუხი
საკეისრო კვეთის შემდეგ სპირალის ჩადგმა არ შეიძლება 12 კვირაზე ადრე, მანმადე ჯობს მამაკაცმა გამოიყენოს პრეზერვატივი. ზოგადად ამ პერიოდის შემდეგაც სპირალის ჩადგმის მიზანშეწონილობა უნდა გადაწყვიტოს გინეკოლოგმა პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. სპირალი არ არის ლაზერული ეპილაციის უკუჩვენება. სპირალის ჩადგმის შემდეგ პირველი თვეების განმავლობაში აღინიშნება ჭარბი მენსტრუალური გამონადენი, აგრეთვე შეიძლება გქონდეთ გამონადენი მენსტრუაციებს შორის შუალედში, მაგრამ ეს ყველაფერი მოწესრიგდება 3-4 თვის განმავლობაში. დაორსულების მცირე ალბათობა არსებობს - უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ყოველი 100 ქალიდან, რომლებიც სპირალს ატარებენ, წლის განმავლობაში ორსულობის 2-3 შემთხვევა ფიქსირდება. სპირალი საფრთხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიქმნით, თუ მისი ჩადგმისას არ შეიმოწმებთ ჯანმრთელობას გინეკოლოგთან (სპირალის ჩადგმას აქვს ზოგიერთი უკუჩვენება, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია) და აგრეთვე თუ არ დაიცავთ სპირალის შეცვლის ვადებს.